მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

news image
mbc image

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.9% ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ოქტომბერში 3.9% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 4.0%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • სექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების წლიური ზრდის ტემპი 2.1 პპ-ით დაჩქარდა და 16.9% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია სექტემბერში 43.0%-ზე შენარჩუნდა
  • სექტემბერში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.5% შეადგინა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - წლიურად 15.3%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. სექტემბრის იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელმა განაპირობა, რომლის კონტრიბუციამ მთლიანი იმპორტის ზრდაში 10.5 პპ შეადგინა
  • ექსპორტი - 4.0%-ით გაიზარდა და 731.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა შუალედური მოხმარების საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა (4.5 პპ კონტრიბუციით)
  • სექტემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 26.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა - რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია


გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის China Eastern Airlines - ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ვან ცინგჩაოს შეხვდა

04.11.2026.15:24

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის China Eastern Airlines - ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ვან ცინგჩაოს შეხვდა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ავიაკომპანია China Eastern Airlines - ის მიერ შანხაი - თბილისის რეგულარული რეისების დაწყება. აღინიშნა, რომ ეს მიმართულება ძალიან წარმატებულია, გამოირჩევა მაღალი დატვირთულობით და მზარდი მოთხოვნით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთთან ფრენების მიმართულებებისა და სიხშირეების ზრდა დადებითად აისახა მგზავრთნაკადზე. კერძოდ, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების შედეგად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ზრდამ დამატებით 36% შეადგინა.

ავიაკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, გაზარდოს საქართველოს მიმართულებით არსებული რეისების სიხშირე და განიხილოს დამატებითი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობა.

აღინიშნა, რომ შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია და მასთან პირდაპირი საჰაერო კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ტურიზმის განვითარების, ისე ინვესტიციების მოზიდვის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გააძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ჩინეთთან და მაქსიმალურად გამოიყენებს იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომლებსაც პირდაპირი ავიამიმოსვლა ქმნის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ავიაკომპანიის მგზავრებისთვის დამატებით ტურისტული მიმართულებების, ასევე საქართველოს რკინიგზის და სახმელეთო ტრანსპორტის სერვისების შეთავაზების საკითხი.

შეხვედრაში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მონაწილეობდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა