საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო კონსულტაციის მიზნით ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთათვის განკუთვნილი ჯარიმების ახალ წესს აქვეყნებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო კონსულტაციის მიზნით ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთათვის განკუთვნილი ჯარიმების განახლებული წესის პროექტი გამოაქვეყნა.
საქართველოს კაპიტალის ბაზრის მასშტაბისა და მოცულობის ზრდის პარალელურად, დადგა ჯარიმების დაკისრების შესახებ მოქმედი წესის განახლების საჭიროება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დარღვევების სიმძიმისა და მათი პოტენციური გავლენის შესაბამისი, ადეკვატური და პროპორციული სანქცირება.
წესის პროექტი ადგენს ფულადი ჯარიმების განსაზღვრის დიფერენცირებულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს დარღვევის ხასიათს, სუბიექტის ტიპსა და დამრღვევის ზომას.
პროექტის თანახმად, ჯარიმის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფიქსირებული ოდენობით, ასევე სუბიექტის შემოსავლის/საზედამხედველო კაპიტალის პროცენტული მაჩვენებლით, რომელთაგან გამოიყენება უფრო მაღალი ოდენობა.
ჯარიმების გამოთვლის აღნიშნული პრინციპები შემუშავებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დირექტივებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
სხვა სიახლეები
საქართველოში ყველის იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა
08.06.2026.15:00
საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 2 564.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2 176.9 ტონა) 17.8%-ით მეტია.
რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 13 528.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 11 609.6 ათას დოლარს შეადგენდა.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა: