მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ის დონეზე შეენარჩუნებინა, ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია - Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ის დონეზე შეენარჩუნებინა, ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მიზნობრივ დონეს მნიშვნელოვნად აღემატება, მიმდინარე ინფლაციური წნეხის ძირითადი წყარო კვლავ მიწოდების მხარესაა, რაც მონეტარული პოლიტიკის მხრიდან შედარებით ფრთხილ მიდგომას განაპირობებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მიზნობრივ დონეს აღემატება, მნიშვნელოვანია, თუ საიდან მოდის ეს ინფლაციური წნეხი. ამ ეტაპზე ის ძირითადად მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით არის განპირობებული.
ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ხელახალი გამწვავების ფონზე, სექტემბრის დასაწყისში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 90 დოლარსაც კი გადააჭარბა. ეს, ბუნებრივია, იმპორტირებული ინფლაციის არხით დამატებით ზეწოლას ახდენს საქართველოში ფასების საერთო დონეზე.

ამასთან, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მიწოდების შოკის გავლენა ინფლაციის შედარებით ხისტ კომპონენტებზე ჯერ კიდევ ზომიერია. კერძოდ, აგვისტოში წლიურმა საბაზო ინფლაციამ 3.6%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 4.4% შეადგინა, რაც მთლიან ინფლაციაზე, 5.6%-ზე, დაბალი მაჩვენებელია.

ეს მიუთითებს, რომ, მიუხედავად მიწოდების მხრიდან არსებული შოკებისა, მათი გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე და, შესაბამისად, მეორე რაუნდის ეფექტებზე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად არ გაძლიერებულა. თუმცა, შოკის გახანგრძლივების შემთხვევაში, სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი რისკი, რომელსაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებისას ყურადღება უნდა მიექცეს.

სწორედ არსებული ფაქტობრივი მონაცემებისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ფრთხილ მიდგომას ინარჩუნებს და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ის დონეზე შეინარჩუნა“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

მისი შეფასებით, მომდევნო პერიოდში მონეტარული პოლიტიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება როგორც გეოპოლიტიკური ესკალაციის ხანგრძლივობა, ისე მისი გავლენა საერთაშორისო ენერგო- და სასურსათო ფასებზე.

„შემდგომში მხედველობაში მისაღები იქნება, რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია და რამდენად ძლიერად აისახება ის საერთაშორისო ენერგო- და სასურსათო ფასებზე. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად გადაეცემა მიწოდების მხრიდან მომდინარე შოკი ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასებს და ინფლაციურ მოლოდინებს.
მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ასევე ფედერალური სარეზერვო სისტემის მომავალი გადაწყვეტილებები. თუ აშშ-ის მონეტარული პოლიტიკა უფრო გამკაცრების მიმართულებით წავიდა, განვითარებად ბაზრებზე კაპიტალის ნაკადებისა და სავალუტო კურსების არხით შესაძლოა დამატებით აქტუალური გახდეს დოლარსა და ლარში საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებული დიფერენციალი და მისი გავლენა ლარში დენომინირებული აქტივების მიმზიდველობაზე“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან - TBC Capital-ის უფროსი მაკროეკონომისტი

09.09.2026.14:01

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას TBC Capital-ის უფროსმა მაკროეკონომისტმა ნიკოლოზ ზურაბიშვილმა განაცხადა.

,,ჩვენც რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ პუბლიკაცია, სადაც ვამბობდით რომ საბაზო სცენარში ველოდებით, რომ უცვლელი დარჩებოდა პოლიტიკის განაკვეთი, თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია, რომ წინა სხდომასთან შედარებით პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრების არგუმენტებიც შედარებით გაძლიერებული არის. ამის მიუხედავად, რადგან გაურკვევლობა მაღალია მსოფლიო ბაზრებზე და მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს ვითარება რამდენიმე დღეში, როგორც ეს ვნახეთ მაგალითად წინა თვეში და სექტემბრის დასაწყისშიც მოსალოდნელი იყო, რომ ეროვნული ბანკი დარჩებოდა დაკვირვების რეჟიმში ამიტომ ჩვენი პროგნოზიც იყო 8.25%-ზე უცვლელად განაკვეთის შენარჩუნება”, - განაცხადა ნიკოლოზ ზურაბიშვილმა.
ნიკოლოზ ზურაბიშვილი ასევე საუბრობს მეორე რიგის ეფექტების მნიშვნელობაზე, ინფლაციურ მოლოდინებსა და სებ-ის გადაწყვეტილების არგუმენტებზე.

,,საერთაშორისო ფაქტორები არის ძალიან მნიშვნელოვანი. გაზრდილია პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრების არგუმენტები, ეს სწორედ საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირდება. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გაზრდილი არის ინფლაციური მოლოდინები და ე.წ მეორე რიგის ეფექტები დანარჩენ მსოფლიოში ძირითადად, განვითარებულ ეკონომიკებს ეხება ეს ნაწილი, მათ შორის, ამერიკის ფედერალურ სააგენტოს სისტემას და ევროპის ცენტრალურ ბანკს. ბაზრები ელოდებიან რომ სექტემბერში ორივე ეს ცენტრალური ბანკი გაამკაცრებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს სწორედ ამ მეორე რიგის ეფექტების გამო და ეს მეორე რიგის ეფექტები იყო ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ახსენა მაისში როცა გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი. საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არის გამოხატული ეს მეორე რიგის ეფექტები. ძირითადად, იმპორტული ინფლაცია არის ინფლაციის წარმმართველი წარმმართველი კომპონენტი. ამის გამო არის სწორედ რომ ჩვენი პროგნოზი იყო პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება. ასევე, რომ შევხედოთ ინფლაციის დინამიკას ანუ ტოპ ხუთ პროდუქტს დღეს არის ბენზინი, დიზელი, ელექტროენერგიის ტარიფი, პურის ფასი და ძროხის ხორცის ფასი. ამ ხუთ პროდუქტზე მოდიოდა აგვისტოში წლიური ინფლაციის დაახლოებით ნახევარი - 45%. შესაბამისად, ინფლაციული ზეწოლა არის მეტად კონცენტრირებული, არ არის ფართოდ გავრცელებული საქონელსა და მომსახურებაში და ამ ეფექტების დიდი ნაწილი ან ამოიწურება წელს და მომავალი წლის დასაწყისში მაგალითად, პურის ფასის და ელექტროენერგიის ტარიფის შემთხვევაში ან საწვავის შემთხვევაში, მაშინ როცა დასტაბილურდება ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა. ამიტომ პროგნოზი გვაქვს რომ ინფლაცია შენელდება მომავალ წელს, წელს არ ველოდებით მნიშვნელოვან შენელებას და მოგეხსენებათ რომ მონეტარული პოლიტიკა გარკვეული დაგვიანებით გადაეცემა ეკონომიკას ამიტომ პროგნოზი უფრო მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებისთვის, ვიდრე მიმდინარე დინამიკა და თუ პროგნოზი არის შენელების მოსალოდნელი არის რომ ეროვნულს ბანკს ექნება მომავალ წელს უკვე პოლიტიკის განაკვეთის შემცირების სივრცე, მაგრამ წელს როგორც გითხარით მნიშვნელოვან შენელებას არ ველოდებით ინფლაციის, ამიტომ ველოდებით რომ უცვლელი დარჩება პოლიტიკის განაკვეთის სხვა თანაბარ პირობებში, მაგრამ თუ დამატებითი ესკალაცია იქნა საერთაშორისო ბაზრებზე და ეს მეორე რიგის ეფექტები საქართველოშიც გამოიკვეთა ანუ მაგალითად ადგილობრივი ინფლაცია გაიზარდა, რაც ამჯერად ჯერ-ჯერობით ასე არ არის, მაშინ ეს შეიძლება დამატებით გამკაცრების არგუმენტი გახდეს”, - აღნიშნა ნიკოლოზ ზურაბიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა