მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდნენ

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ფინტექ ინდუსტრიის მიმდინარე მდგომარეობა, სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები.

აღინიშნა, რომ ფინტექ სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. განსაკუთრებული დინამიკით ვითარდებიან საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები, რომლებიც თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მათი საქმიანობა ხელს უწყობს ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას, მომხმარებლებისთვის სწრაფი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებას, ასევე ფინანსურ სექტორში კონკურენციისა და ტექნოლოგიური განვითარების გაძლიერებას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საკითხებს, რომლებიც დღეს სექტორის შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. მონაწილეებმა იმსჯელეს მარეგულირებელ გარემოზე, ასევე ეროვნულ ბანკს, საბანკო და ფინტექ ასოციაციებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე სხვადასხვა ინიციატივების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების მხარდაჭერას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ფინანსური სექტორის მდგრად განვითარებას. ამასთან, გააძლიერებს აღნიშნულ ასოციაციებსა და საბანკო სფეროს შორის პროდუქტიულ თანამშრომლობას.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს აქტიური დიალოგი ფინტექ ინდუსტრიასთან, რათა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ხელი შეუწყოს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი და ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ფინანსური კავშირების გაძლიერებაში - რენატ ბექტუროვი

28.10.2026.13:54

ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მმართველის, რენატ ბექტუროვის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური და ფინანსური კავშირების გაღრმავების მიმართულებით. ამის შესახებ მან „თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში ისაუბრა.

რენატ ბექტუროვის შეფასებით, სამიტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და ბიზნესს შორის დიალოგისთვის, განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ფინანსური პროდუქტების განვითარების საკითხებზე. მისივე თქმით, მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს შესაძლებლობების წარმოჩენას, საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვასა და ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების შესახებ დიალოგის გაღრმავებას.

„ვინაიდან საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარეობს, ის ბიზნესებს შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ წერტილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მონაწილეები თავად ჩამოვიდნენ საქართველოში, გაეცნონ ქვეყნის შესაძლებლობებს და შეხვდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს", – განაცხადა რენატ ბექტუროვმა.

AIFC-ის მმართველის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა შუა დერეფნის განვითარება, რასაც თან უნდა ახლდეს ფინანსური კავშირების გაძლიერება. მისი შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ როგორც ფინტექკომპანიები, ისე ტრადიციული საბანკო სექტორი.

რენატ ბექტუროვმა ასევე ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრების განვითარებაზე, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური რესურსების მობილიზებას ეკონომიკური ზრდისთვის.

მისივე თქმით, ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი საფუძველია. მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ლიცენზირებული სუბიექტებისთვის ორმხრივი წვდომის პროექტზე, რაც ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის ფინანსური კავშირების გაძლიერებას.

AIFC - ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი ყაზახეთში, ასტანაში დაფუძნებული საერთაშორისო ფინანსური პლატფორმაა, რომლის მიზანია ქვეყანაში და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფინანსური მომსახურების სექტორის გაძლიერება. ცენტრი აერთიანებს ფინანსურ ინსტიტუტებს, საინვესტიციო კომპანიებსა და სხვა მონაწილეებს და ხელს უწყობს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კავშირების გაღრმავებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა