მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო კონფერენციას - „ფინანსური ნდობის ეკოსისტემა 2026“ დაესწრო

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო კონფერენციას - „ფინანსური ნდობის ეკოსისტემა 2026“ დაესწრო

საქართველოს  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო პრაქტიკულ-სამეცნიერო კონფერენციაში „ფინანსური ნდობის ეკოსისტემა 2026“ მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის მიზანი პროფესიონალების, რეგულატორებისა და საერთაშორისო ექსპერტების დიალოგის ხელშეწყობა, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება იყო.

ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   ევროპის მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა და აუდიტორების ფედერაციის (EFAA for SMEs) პრეზიდენტმა სალვადორ მარინიმ და ICB Global-ის პრეზიდენტმა გარი კარტერმა კი კონფერენციაზე მონაწილეობა ონლაინ ფორმატში მიიღეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ფინანსური ნდობისა და ხარისხიანი ანგარიშგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

,, საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც საფინანსო სექტორის ზედამხედველი და მარეგულირებელი ორგანო, განაგრძობს მუშაობას ანგარიშგების სტანდარტების გაძლიერებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიმართულებით. ნდობა ყალიბდება ყოველდღიური პროფესიული პასუხისმგებლობითა და ინსტიტუციური თანამშრომლობით და სწორედ ამ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული ფინანსური სისტემის შემდგომი განვითარება საქართველოში,“-  აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება ზუსტ, დროულ და სრულყოფილ მონაცემებს, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიან გამოყენებასა და ძლიერი შიდა კონტროლის სისტემების დაცვას უნდა ეფუძნებოდეს.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე განიხილეს ფინანსური ანგარიშგების ხარისხის გაძლიერების საკითხები, ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ფინანსური ნდობის აღქმისა და მხარდაჭერის პროცესზე, პროფესიულ პრაქტიკაში ეთიკური სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობები და ინსტიტუციური დიალოგის მექანიზმების განვითარება.

ღონისძიება საქართველოს ბუღალტერთა კავშირის ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანაორგანიზებით გამართა.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა