მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ფინანსური სისტემა გამოირჩევა მდგრადობითა და ტექნოლოგიური განვითარებით, ამავდროულად, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მოგახსენათ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 7.5%-ით გაიზარდა, ისევე, როგორც 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, სტრუქტურული რეფორმები და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის ფინანსური სამიტის" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ფინანსური სისტემა გამოირჩევა მდგრადობითა და ტექნოლოგიური განვითარებით. ამავდროულად, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია.

„ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საინვესტიციო ფონდების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მიმართულებით. აღნიშნული რეფორმები ქმნის საფუძველს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და კერძო სექტორის დაფინანსების შესაძლებლობების გასაფართოებლად. კონკრეტული შედეგებიც უკვე თვალსაჩინოა - კორპორაციული ბონდების ბაზარი აგრძელებს მნიშვნელოვან ზრდას და მეტი ინვესტორი და ბიზნესი ინტერესდება საინვესტიციო ფონდების მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის, ტექნოლოგიების განვითარების საკითხზე.

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მჯერა, რომ ფინანსური სექტორისა და ტექნოლოგიების განვითარება, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის ფინანსური სამიტი" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად გახსნა. სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მონაწილეობს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა