საქართველოს გავლით SOCAR-მა ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო
საქართველოს გავლით აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია SOCAR-მა ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. როგორც SOCAR-ში განმარტავენ, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპული ნაწილის - „ტრანსადრიატიკული მილსადენის“ მეშვეობით, აზერბაიჯანი აზერბაიჯანული გაზის ექსპორტში მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. როგორც ირკვევა, კომპანიის მიერ ავსტრიასა და გერმანიაში მიწოდება კიდევ უფრო აფართოებს აზერბაიჯანული გაზის გეოგრაფიას ევროპაში.
ცნობილია, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში ტრანსადრიატიკული მილსადენის მეშვეობით 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო.
2022 წელს აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ ევროპაში გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც შეთანხმების თანახმად 2027 წელს უნდა განხორციელდეს.
დღემდე ტრანსადრიატიკულმა მილსადენმა ევროპას 54.3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა.
2025 წელს აზერბაიჯანმა 51.5 მლრდ კუბ/მ ბუნებრივი აირი გამოიმუშავა, საიდანაც ექსპორტმა სულ 25.2 მლრდ კუბ./ შეადგინა
სხვა სიახლეები
ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს
23.10.2026.19:00
საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:
• უზბეკეთი - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.
2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:
• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.