მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.4
-0.0005
flag
AZN 1.5257
0.0001
flag
CNY 38.881
-0.0002
flag
EUR 2.8895
-0.0216
flag
GBP 3.4551
-0.0284
flag
KZT 58.26
0.0025
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5933
-0.0003
news banner

საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე - Nasdaq Calypso სისტემაში მოახდენს

news image
mbc image

 საქართველოს ბანკი • Bank of Georgia, TBC - თიბისი, Liberty • ლიბერთი, ტერაბანკი - Terabank დაBasisbank - ბაზისბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე – Nasdaq Calypso სისტემაში მოახდენს – ამ სიახლეს Nasdaq მომხმარებელს ნიუ-იორკში, თაიმს სქვერზე გამოფენილი ბანერით ამცნობს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

“Nasdaq Calypso-ს საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით დაინერგა და უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.

აღნიშნული ინიციატივა, რომელიც „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის” (GMAP) ფარგლებში ხორციელდება და, რომელსაც კოორდინაციას უწევს „საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია – Georgian Financial Markets Treasuries Association - GFMTA წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების გზაზე.

Nasdaq-თან პარტნიორობა წარმოადგენს საქართველოს კომერციული ბანკების ტრანსფორმაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და ხელს შეუწყობს მათ მსოფლიო საბანკო სისტემაში ინტეგრაციაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო საავიაციო განათლების მიღების მნიშვნელოვან ცენტრად ვაქციოთ - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების UAG აკადემიის დირექტორი

12.11.2026.12:10

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) აკადემია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პირველი რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა. აღნიშნული სტატუსი საქართველოს საავიაციო განათლებისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებით მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
 
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების UAG აკადემიის დირექტორი ნიკა თიკანაშვილი აცხადებს, IATA-ს აკრედიტაციის წარმატებით გავლა და რეგიონული სასწავლო პარტნიორის სტატუსის მოპოვება აკადემიისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო დონის სასწავლო პროგრამების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა.
 
„IATA-ს აკრედიტაციის წარმატებით გავლა და რეგიონული სასწავლო პარტნიორის სტატუსის მინიჭება შესაძლებლობას გვაძლევს, საქართველოში დავნერგოთ საერთაშორისო დონის სასწავლო პროგრამები, მათ შორის უსაფრთხოების მართვის სისტემების, სახიფათო ტვირთების გადაზიდვისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური გაუმართაობების გამომწვევი მიზეზების ანალიზის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო საავიაციო განათლების მიღების მნიშვნელოვან ცენტრად ვაქციოთ, სამომავლოდ კიდევ უფრო გავაფართოოთ სასწავლო და სპეციალიზებული კურსების რაოდენობა, დავაინტერესოთ დარგის სპეციალისტები, რომ საქართველოში მიიღონ მაღალი დონის განათლება", - აცხადებს ნიკა თიკანაშვილი.
 
2027 წლის თებერვლიდან UAG აკადემიაში IATA-ს საერთაშორისო სასწავლო კურსები დაიწყება. პროგრამებში მონაწილეობას შეძლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე დაინტერესებული პირები რეგიონის სხვა ქვეყნებიდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა