მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.2
-0.0047
flag
AZN 1.5236
-0.0013
flag
CNY 38.9
0.0073
flag
EUR 2.8444
0.0076
flag
GBP 3.3982
0.0098
flag
KZT 56.56
0
flag
TRY 0.0511
0
flag
USD 2.5917
-0.0002
news banner

საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად, იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სექტორად რჩება. 2025 წელს საქართველომ 7,8 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4,7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. სექტორი საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 9,4%-ს შეადგენს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა თბილისში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით „მეტი, ვიდრე მოგზაურობა - მიმართულებიდან გამოცდილებამდე" მინისტრის მოადგილემ ისაუბრა როგორც საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ისე გლობალურ ტრენდებსა და გამოწვევებზე.

„საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად. იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორის ფუნდამენტურ როლს და მნიშვნელობას მსოფლიო ეკონომიკაში, რასაც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) 2025 წლის მონაცემებიც ადასტურებს - ტურიზმიდან მიღებულმა საექსპორტო შემოსავლებმა დაახლოებით 2,2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) შეფასებით, ტურიზმის სექტორის წილი გლობალური მშპ-ის თითქმის 10%-ს შეადგენს და მსოფლიო მასშტაბით 366 მილიონ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს. აღნიშნული მაჩვენებლები მოწმობს ტურიზმის ფუნდამენტურ როლს მოსახლეობის საარსებო წყაროების მხარდაჭერაში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ტურისტული მიმართულებების შემდგომი განვითარებაა, რისი მაგალითიც რაჭის რეგიონში მრავალძალის ახალი, ოთხსეზონიანი მთის კურორტის კონცეფციაზე მიმდინარე სამუშაოა.

„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და საჰაერო დაკავშირებადობის გაძლიერება მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, რაც ხელს უწყობს ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ტურისტული შესაძლებლობების შექმნას. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამშრომლობასა და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებას, როგორც ტურიზმის განვითარების აუცილებელ ელემენტებს", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კონფერენცია მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს 300-ზე მეტმა დელეგატმა საქართველოს საჯარო და კერძო სექტორიდან, დარგის პროფესიონალებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს შეხვდა

27.11.2026.00:44

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, საბანკო სექტორში არსებული ტენდენციები, ფინანსური სტაბილურობის საკითხები და ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია და სტაბილურად ვითარდება - ბანკების კაპიტალიზაცია, ლიკვიდობა და მომგებიანობა მაღალ ნიშნულზეა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო EBRD-თან მიმდინარე თანამშრომლობას. ბანკი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას უწევს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერებისა და ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით. მათ შორისაა პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის დანერგვა, დერივატივების საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარება და კაპიტალის ბაზრის რეფორმების მხარდაჭერა.

„EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდება. ის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 30 წლის წინ შემოვიდა საქართველოში. დღეისთვის ერთ-ერთ მსხვილი პორტფელი გააჩნია სხვადასხვა პროექტში და მათ შორის თითქმის ნახევარი დაბანდებულია ქართულ საბანკო სისტემაში. ქართული ბანკებისთვის ეს არის რესურსი, რომელიც ჩაედინება ეკონომიკაში როგორც ლარში, ისე დოლარში გასესხების გზით. ამ ეტაპზე EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა ტექნიკური დახმარების სახით გრძელდება, ვეხმარებით ბანკებთან მათ ურთიერთობას. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობასა და გეგმებზე. აღინიშნა, თუ რამდენად მდგრადია საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, როგორ ვითარდება ჩვენი საბანკო სისტემა, რომელიც ძალიან მიმზიდველია ინვესტირებისთვის და ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს დასახული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. EBRD მჭიდროდ მუშაობს საქართველოს საფინანსო სექტორთან, რათა მხარი დაუჭიროს კერძო სექტორს და რეალურ ეკონომიკას საქართველოში - მცირე და საშუალო ბიზნესს, კორპორაციებს, ახალგაზრდა მეწარმეებს, ქალ მეწარმეებს, ეკონომიკის გამწვანებას. ჩვენ ამას წლებია ვაკეთებთ და კვლავაც გავაგრძელებთ. ეროვნულ ბანკთან შეხვედრის ფარგლებში, გავაცანით ფინანსურ სექტორთან მიღწეული პროგრესი. ასევე გავცალეთ მოსაზრებები, თუ როგორ უზრუნველვყოთ, რომ საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა საუკეთესო საერთაშორისო დონეზე დარჩეს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ ყველაფრის გაუმჯობესებაში", - განაცხადა ფრენსის მალიჟმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა