საქართველოს მიერ პროცედურების სწრაფად გავლამ და ეფექტიანმა თანამშრომლობამ პროექტის განხორციელებას შეუწყო ხელი - ავთანდილ კასრაძე
„Google Street View - მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტზე მუშაობა დაახლოებით 2,5 წლის წინ დაიწყო, ხოლო საქართველოს მიერ პროცედურების სწრაფად გავლამ და ეფექტიანმა თანამშრომლობამ კომპანიასთან პროექტის წარმატებით განხორციელებას შეუწყო ხელი.
„მოგეხსენებათ, ისეთი გლობალური მოთამაშე, როგორიც Google-ია საქართველოში თავისი სახსრებით შემოვიდა. ანუ, საქართველოს მთავრობას არცერთი თეთრი არ გადაუხდია იმისთვის, რომ ეს შედეგი მიგვეღო. ეს არის Google-ის ინვესტიცია ჩვენი ციფრული ტრანსფორმაციისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ წლების განმავლობაში ვესაუბრებოდით Google-ს ამ მიმართულებით. ეს პროცესი დაახლოებით 2.5 წლის წინ დაიწყო, ხოლო უშუალოდ გადაღების პროცესი უკვე ერთი წელი მიმდინარეობდა.
ჩვენ ძალიან მოკლე ვადებში გავეცით ყველა საჭირო ნებართვა და ლიცენზია იმის შესახებ, თუ სად შეიძლებოდა გადაღება - მოგეხსენებათ, სამხედრო ობიექტების გადაღება აკრძალულია და ა.შ. ეს პროცესი ძალიან სწრაფად გავიარეთ. Google Maps-ის გლობალური დირექტორი იყო ჩამოსული. ზოგადად, Google-ის მართვა დირექტორატებისგან შედგება და მას საკმაოდ მკაცრი ვერტიკალი აქვს. სწორედ ამ ერთ-ერთი უდიდესი ვერტიკალის, Google Maps-ის ხელმძღვანელი იმყოფებოდა საქართველოში. თვითონ Google-ის გუნდსაც კი უკვირდა - დირექტორი, როგორც წესი, მსგავს გახსნებზე თავად არ დადის ხოლმე და მისი საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Google-თან ძალიან ბევრ თემაზე შეიძლება ლაპარაკი. ეს ჩვენთვისაც საუკეთესო შესაძლებლობა იყო, რათა მასთან ერთად განგვეხილა, თუ კიდევ რა შეიძლება დაიგეგმოს მომავალში ამ თანამშრომლობის ფარგლებში“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
ავთანდილ კასრაძის განმარტებით, Google Street View-ის ფარგლებში საქართველოში არსებული 21 000 კილომეტრი გზიდან 13 000 კილომეტრი უკვე გაციფრულებულია, რაც ქვეყნის ტურისტული და ციფრული ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, აქამდე Google-ის რუკებზე ცალკეული ლოკაციები და ქუჩები იყო წარმოდგენილი, თუმცა ახალი პროექტის შედეგად საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულფასოვნად აისახა პლატფორმაზე.
სხვა სიახლეები
Google Street View მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში - ავთანდილ კასრაძე
26.06.2026.10:20