საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3%-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება | ევროკომისია
ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდა, რაც საგაზაფხულო პროგნოზთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს. აღნიშნული შეფასება ევროკომისიის მიერ 17 ნოემბერს გამოქვეყნებულ 2026 წლის შემოდგომის ეკონომიკურ პროგნოზშია (Autumn 2026 Economic Forecast) წარმოდგენილი.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს ზრდის მაღალ ტემპს შეინარჩუნებს, ხოლო 2027-2028 წლებში ეკონომიკური ზრდა 5.5%-6%-ის ფარგლებში იქნება. პროგნოზის თანახმად, ეკონომიკური ზრდა ფართო სექტორულ საფუძველს დაეყრდნობა, მისი მთავარი მამოძრავებელი კი კერძო მოხმარება იქნება.
„მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება და 2026 წელს 7%-ს გადააჭარბებს, ხოლო 2027 და 2028 წლებში 5.5%-6%-მდე შენელდება. ზრდაში მთავარი წვლილი კერძო მოხმარებაზე მოვა“, - აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 7.8%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2025 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.5%-ს შეადგენდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი კერძო მოხმარება იყო, რასაც ხელს უწყობდა საცალო დაკრედიტების მაღალი ტემპი, ფულადი გზავნილების ზრდა და ხელფასების მატება. ამასთან, გაფართოება განაგრძო კერძო ინვესტიციებმაც.
ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარებაზეც. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში საქონლის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად ნავთობპროდუქტების ექსპორტის ზრდის ხარჯზე. ამასთან, იმპორტის შედარებით ნელი ზრდის ფონზე, წმინდა ექსპორტმა ეკონომიკურ ზრდაში დადებითი წვლილი შეიტანა.
სექტორულ ჭრილში ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლები საინფორმაციო ტექნოლოგიები, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ფინანსური მომსახურება და დამამუშავებელი მრეწველობა იყო.
ევროკომისიის პროგნოზით, მომდევნო წლებში საქართველოში საინვესტიციო აქტივობა კვლავ მაღალი დარჩება. აღნიშნულს ხელს შეუწყობს გადავადებული სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების განახლება და კერძო სექტორის მდგრადი საინვესტიციო აქტივობა.
„მოსალოდნელია, რომ ინვესტიციების ზრდა კვლავ ძლიერი დარჩება, რასაც საფუძვლად დაედება გადავადებული სახელმწიფო პროექტების მოსალოდნელი განახლება და კერძო ინვესტიციების მდგრადობა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საპროგნოზო პერიოდში მშპ-ის 3%-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, რასაც ხელს შეუწყობს ფულადი გზავნილების ზრდა და მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი, განსაკუთრებით საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სექტორებში.
ამასთან, ევროკომისია 2027 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას პროგნოზირებს. 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5.4%-ის დონეზეა მოსალოდნელი, თუმცა არსებული ინფლაციური წნეხის ეტაპობრივი შემცირების შედეგად ფასების ზრდის ტემპი მომდევნო წელს უნდა შენელდეს.
დადებითი მოლოდინებია სახელმწიფო ფინანსების მიმართულებითაც. ევროკომისიის პროგნოზით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 2026 წლის ბოლოს მშპ-ის 33%-მდე შემცირდება და მომდევნო წლებშიც კლების ტენდენციას შეინარჩუნებს. ამასთან, საბიუჯეტო დეფიციტი 2026 წელს მშპ-ის დაახლოებით 1.3%-ის დონეზეა მოსალოდნელი, ხოლო 2027-2028 წლებში 2%-ზე დაბლა შენარჩუნდება.
ევროკომისიის 2026 წლის შემოდგომის ეკონომიკური პროგნოზი 17 ნოემბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, შრომის ბაზრის, სახელმწიფო ფინანსებისა და საგარეო სექტორის 2026-2028 წლების შეფასებები.
სხვა სიახლეები
მოსალოდნელია, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდა კვლავ მაღალი ტემპით გაგრძელდება - ევროკომისია
17.11.2026.17:31