მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

საქართველოს მნიშვნელოვანი გრძელვადიანი უპირატესობები აქვს, მათ შორის სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის, ღია სავაჭრო რეჟიმი და ფართო ქსელის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, შედარებით მარტივი ბიზნესგარემო და მზარდი შესაძლებლობები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ტურიზმისა და სხვა საექსპორტო მომსახურებების, ასევე განახლებადი ენერგიის სფეროებში | ლესლი ლაჰმი

news image
mbc image

Business Insider Georgia-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან საქართველოში, ლესლი ლაჰმთან. ინტერვიუში ლესლი ლაჰმი საუბრობს საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოსა და 2026 წლის ეკონომიკურ ტენდენციებზე, ქვეყნის საშუალო და გრძელვადიან ეკონომიკურ პერსპექტივებზე, კონკურენტუნარიანობასა და საინვესტიციო პოტენციალზე, ADB-ის ძირითად პრიორიტეტებსა და საქართველოში მიმდინარე პროექტებზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და განახლებადი ენერგიის პოტენციალზე, კერძო სექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობაზე, ასევე სტრუქტურულ რეფორმებსა და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად აუცილებელ პრიორიტეტებზე.

როგორ აფასებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მაკროეკონომიკურ განვითარებას 2026 წლის პირველ ნახევარში? რა იყო ამ პერიოდის ძირითადი ტენდენციები და რა მოლოდინები აქვს ADB-ს 2026 წლის დარჩენილი პერიოდისა და საშუალოვადიანი პერსპექტივისთვის?

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკამ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები აჩვენა. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წლიურად 7.9%-ით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო მომსახურების სექტორის მაღალმა აქტივობამ, შიდა მოთხოვნის მდგრადობამ და ექსპორტის ზრდამ. აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, სექტემბერში ADB-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაზარდა. ამავდროულად, ენერგორესურსებსა და სურსათზე მსოფლიო ფასების ზრდამ ინფლაციური წნეხი გააძლიერა. წლის პირველ ნახევარში საშუალო ინფლაციამ 5.2% შეადგინა, განსაკუთრებით კი სურსათისა და ტრანსპორტის ფასები გაიზარდა. შესაბამისად, ADB-მ 2026 წლის ინფლაციის პროგნოზიც 5.2%-მდე გაზარდა.

საქართველოს საგარეო პოზიცია მდგრადი დარჩა. ზაფხულის პერიოდში ტურიზმი გააქტიურდა, რის შედეგადაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში დაახლოებით 4%-ით აღემატებოდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპიუტერული მომსახურების ექსპორტი, ხოლო სექტემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ამრიგად, 2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ძირითადი სურათი არის უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა იმპორტირებული ინფლაციური წნეხის გაძლიერების ფონზე. მთავარ საგარეო რისკებად კვლავ რჩება გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ენერგორესურსების ფასების მერყეობა, გლობალური ვაჭრობისა და სატრანსპორტო მარშრუტების შეფერხებები და გლობალური მოთხოვნის შესუსტება. საშუალოვადიან პერიოდში, ბოლო წლებში დაფიქსირებული ზრდის მაღალი ტემპების ნორმალიზების ფონზე, სულ უფრო მნიშვნელოვანი იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და, ამავდროულად, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

როგორ აფასებს ADB საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ პოტენციალსა და კონკურენტუნარიანობას რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით? რა სტრუქტურული გამოწვევებია გადასაჭრელი ძლიერი, ინკლუზიური ზრდისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად?

საქართველოს მნიშვნელოვანი გრძელვადიანი უპირატესობები აქვს, მათ შორის სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის, ღია სავაჭრო რეჟიმი და ფართო ქსელის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, შედარებით მარტივი ბიზნესგარემო და მზარდი შესაძლებლობები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ტურიზმისა და სხვა საექსპორტო მომსახურებების, ასევე განახლებადი ენერგიის სფეროებში.

ADB-ის საქმიანობის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა, რათა აღნიშნული უპირატესობების გამოყენებით ქვეყანა ჩამოყალიბდეს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ.

რეგიონის ბევრ ეკონომიკასთან შედარებით, საქართველოს უპირატესობაა ღიაობა და დაკავშირებადობა. თუმცა, კონკურენტუნარიანობა სულ უფრო მეტად დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, როგორიცაა პროდუქტიულობა, სამუშაო ძალის უნარები, ინოვაციები, ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, ეფექტიანი ლოგისტიკა, გრძელვადიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და ქართული კომპანიების უნარი, ინტეგრირდნენ უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე რეგიონულ და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში.

რა არის ADB-ის ძირითადი პრიორიტეტები საქართველოში 2026 წლის დარჩენილი პერიოდისა და შემდგომი წლებისთვის? რომელ სექტორებს აქვს ყველაზე დიდი საინვესტიციო და განვითარების პოტენციალი?

ჩვენი პრიორიტეტები განსაზღვრულია ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის 2024- 2028 წლების სტრატეგიით, რომელიც ორიენტირებულია მწვანე და ინტეგრირებული ეკონომიკის მხარდაჭერასა და უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. პროგრამის ყველა მიმართულებაში მომიჯნავე თემებია რეგიონული თანამშრომლობა, ბუნებრივი კატასტროფების წინაშე მედეგობა, კერძო სექტორის განვითარება და ციფრული ტრანსფორმაცია.

ტრანსპორტი და ლოგისტიკა კვლავ პრიორიტეტულ სექტორებად რჩება, რადგან მრავალმხრივი დაკავშირებადობის გაძლიერებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს. თბილისის შემოვლითი გზა ADB-ის უახლესი მსხვილი ინვესტიციაა აღმოსავლეთ- დასავლეთის ავტომაგისტრალზე, შუა დერეფანსა და CAREC-ის (კარეკი) მეორე დერეფანში. ეს პროექტი, ბათუმი-სარფის გზასა და უკვე განხორციელებულ სატრანსპორტო პროექტებთან ერთად, ადამიანებისა და ტვირთების უფრო ეფექტიან გადაადგილებას და რეგიონული კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.

კიდევ ერთი პრიორიტეტია განახლებადი ენერგიის განვითარება და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება. ADB-ის სააკუმულატორო სადგურის პროექტი ქსნის ტერიტორიაზე ენერგიის დაგროვების სისტემის შექმნას ეხმარება, რაც გააძლიერებს ენერგოსისტემის სტაბილურობას და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის უფრო ფართო ინტეგრაციას.

ასევე დიდ პოტენციალს ვხედავთ რეგიონულ განვითარებაში და თბილისს გარეთ ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში. ADB მხარს უჭერს მდგრად ურბანულ ინფრასტრუქტურას, მწვანე და რეკრეაციულ სივრცეებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ტურიზმის ხელშემწყობ ინფრასტრუქტურას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კერძო სექტორის განვითარება ყველა ამ მიმართულებას მოიცავს. ADB გააგრძელებს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ფინანსებზე წვდომის მხარდაჭერას, ადგილობრივ ვალუტაში და მდგრად დაფინანსებას, კაპიტალის ბაზრების განვითარებას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და კერძო კაპიტალის მობილიზებას ინფრასტრუქტურისა და მწვანე ინვესტიციებისთვის.

როგორ აფასებს ADB საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული დაკავშირების დღის წესრიგს? რა პროგრესი იქნა მიღწეული საავტომობილო გზების, რკინიგზის, პორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზების მიმართულებით და სად ხედავთ ყველაზე დიდ შესაძლებლობებსა და დამატებითი ინვესტიციების საჭიროებას?

საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ძირითადი სატრანსპორტო დერეფნების მოდერნიზაციის მიმართულებით, განსაკუთრებით საგზაო სექტორში, სადაც ADB-ის ინვესტიციები განსაკუთრებით მასშტაბური იყო.
მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება რკინიგზის სექტორშიც. საქართველოს რკინიგზამ 2025 წლის ბოლოს დაასრულა ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციის პროექტი, ხოლო 2026 წელს გაგრძელდა რეაბილიტაცია და ოპერაციული გაუმჯობესებები.

ამასთან, შუა დერეფნისა და კარეკის მეორე დერეფნის კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია არა ცალკეულ გზაზე, რკინიგზაზე ან პორტზე, არამედ მთლიანად ლოგისტიკური ჯაჭვის ეფექტიან ფუნქციონირებაზე. ADB-ის კარეკის პროგრამა კვლავ მიუთითებს ინფრასტრუქტურულ ხარვეზებზე, სასაზღვრო პროცედურების შეფერხებებზე, პორტებისა და ლოგისტიკის შეზღუდვებზე და სხვადასხვა სატრანსპორტო სახეობას შორის კოორდინაციის ნაკლებობაზე, როგორც იმ გამოწვევებზე, რომლებიც დერეფნის დონეზე საჭიროებს გადაწყვეტას.

როგორ აფასებს ADB საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და განახლებადი ენერგიის პოტენციალს? რა როლი შეუძლია ქვეყანას შეასრულოს რეგიონში მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესში და რა ინვესტიციები ან პოლიტიკის ზომებია საჭირო ამ პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად?

ძირითად პრიორიტეტებს შორისაა ენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურისა და სისტემის მოქნილობის გაძლიერება, არსებული განახლებადი ენერგიის ობიექტების რეაბილიტაცია, ქარისა და მზის ენერგიის სიმძლავრეების გაფართოება, კერძო ინვესტიციებისთვის გამჭვირვალე და ბანკებისთვის მისაღები ჩარჩოების შექმნა და ელექტროენერგიის ბაზრის შემდგომი განვითარება. გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობა პროექტების დიზაინში თავიდანვე უნდა იყოს ინტეგრირებული, განსაკუთრებით მსხვილი ინფრასტრუქტურული და განახლებადი ენერგიის პროექტების შემთხვევაში.

ADB-ის ენერგიის დაგროვებისა და მწვანე წყალბადის განვითარების პროექტი ქვეყნის პირველ ფართომასშტაბიან ბატარეებზე დაფუძნებულ ენერგიის დაგროვების სისტემას შექმნის. ქსანში განთავსებული 200 მგვტ/200 მგვტსთ სიმძლავრის ობიექტი დაეხმარება სისტემას ენერგიის მერყეობის მართვაში, ქსელის სტაბილურობის გაძლიერებასა და განახლებადი ენერგიის უფრო ფართო ინტეგრაციაში.

როგორ აფასებს ADB საქართველოს კერძო სექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობას?

საქართველოს კერძო სექტორმა მნიშვნელოვანი დინამიკა აჩვენა, თუმცა განვითარების შემდეგი ეტაპი სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული პროდუქტიულობის ზრდასა და მასშტაბებზე.

ბევრი მცირე და საშუალო საწარმოსთვის გამოწვევები მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობით არ შემოიფარგლება. გამოწვევას წარმოადგენს უნარების დეფიციტიც, ტექნოლოგიების დანერგვა, მენეჯერული შესაძლებლობები, საექსპორტო ბაზრებზე წვდომა, მსხვილი ქალაქების გარეთ არსებული ინფრასტრუქტურა და უფრო ფართო მიწოდების ჯაჭვებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება, განსაკუთრებით ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი დაფინანსების კუთხით. 2026 წელს ADB-მა გააფართოვა თანამშრომლობა საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა მხარი დაუჭიროს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, მათ შორის თბილისის გარეთ მოქმედ ბიზნესებს, ქალების საკუთრებაში არსებულ და ქალების მიერ მართულ საწარმოებს, ასევე მწვანე ინვესტიციებს.

რა უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პოლიტიკისა და საინვესტიციო პრიორიტეტები გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობისა და განვითარების გასაძლიერებლად?

როგორც უკვე აღინიშნა, მთავარი პრიორიტეტებია მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, პარალელურად პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდასთან ერთად.

ამისათვის საჭიროა გაგრძელდეს ინვესტიციები რეგიონულ კავშირიანობასა და ლოგისტიკაში, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და განახლებად ენერგიაში, ადამიანურ კაპიტალსა და ციფრულ ტრანსფორმაციაში, ასევე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების გაღრმავებასა და გრძელვადიან ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებაში.

კერძო ინვესტიციების წახალისება და ქართული კომპანიების მხარდაჭერა, რათა ისინი უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქმიანობებში გადავიდნენ, გადამწყვეტი იქნება საშუალოვადიან პერიოდში მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს მნიშვნელოვანი გრძელვადიანი უპირატესობები აქვს, მათ შორის სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის, ღია სავაჭრო რეჟიმი და ფართო ქსელის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, შედარებით მარტივი ბიზნესგარემო და მზარდი შესაძლებლობები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ტურიზმისა და სხვა საექსპორტო მომსახურებების, ასევე განახლებადი ენერგიის სფეროებში | ლესლი ლაჰმი

11.11.2026.11:01

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა