მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.8
0.0066
flag
AZN 1.5558
-0.0003
flag
CNY 38.967
0.0033
flag
EUR 3.0141
-0.0015
flag
GBP 3.4996
0.0044
flag
KZT 55.31
0.0079
flag
TRY 0.0567
0
flag
USD 2.6444
-0.0009
news banner

საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე დაახლოებით $7 მილიარდს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანპორტო და ლოგისტიკური სექტორების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მარიამ ქვრივიშვილმა ორი ქვეყნის ბინზესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე სტრატეგიული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე, დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში.

„ეს გულისხმობს ავტომაგისტრალებისა და გზების მოდერნიზაციასა და მშენებლობას, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიული პროექტის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, რაც დაახლოებით 45 ახალი ლოკომოტივისა და 1500-მდე ვაგონის დამატებას გულისხმობს. ჩვენ ასევე ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს დედაქალაქში, რომლის გამტარუნარიანობაც 20 მილიონი მგზავრი იქნება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტების განვითარება უზრუნველყოფს ტვირთბრუნვის ზრდას, განსაკუთრებით შუა დერეფანში.

„ვაგრძელებთ მასშტაბურ ინვესტიციებს იმისათვის, რომ არა მარტო მეტი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა გვქონდეს, არამედ გარდავქმნათ და შევცვალოთ ჩვენი პოზიციონირება: ვიყოთ არამხოლოდ სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბი, არამედ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ტვირთების აკუმულირება, პროდუქციის წარმოება და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის საიმედო მოკავშირედ დარჩენა, როდესაც საქმე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებას ეხება. ზოგადად, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში არსებული დინამიკა უაღრესად იმედისმომცემია. ვხედავთ, რომ ჩვენს პარტნიორობასა და კავშირებს, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მოაქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტატისტიკური მაჩვენებელი უშუალოდ ტვირთბრუნვის თვალსაზრისით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შუა დერეფნის მარშრუტის ფარგლებში თანამშრომლობაზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა როგორც საკონტეინერო, ისე ნაყარი ტვირთების გადაზიდვის საკითხს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ კუთხით საქართველოს მზადყოფნა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად.

„მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უზბეკეთი იზრდება, ასევე ყაზახეთი, აზერბაიჯანი იზრდება და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვიზრდებით. სწორედ ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, დღესვე დავიწყოთ ინვესტირება ჩვენს ძირითად ინფრასტრუქტურაში, რათა ბიზნესის წარმომადგენლებმა, მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლოთ, მეტი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა და მეტი სიმძლავრეები გქონდეთ როგორც არსებული საოპერაციო ძალების, ისე ახალი ინფრასტრუქტურის ფარგლებში. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი და, ზოგადად, შუა დერეფანი გახდეს არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი, არამედ მთავარი და ყველაზე საიმედო მარშრუტი" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა

01.07.2026.15:24

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გაზარდოს ტრადიციული პროდუქციის ექსპორტი უზბეკეთის ბაზარზე. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში უზბეკური ინვესტიციების მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვან ფორმატს წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია, რომლის მორიგი სხდომის გამართვაც ახლო მომავალში საქართველოში იგეგმება.

მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების თანამშრომლობის გაძლიერებას და იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ბიზნეს ფორუმი მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ერთობლივი ბიზნეს ინიციატივების განვითარებისთვის.

შეხვედრაზე ისაუბრეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშროლობაზე. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელზე. ხაზი გაესვა ისეთ სტრატეგიულ პროექტებს, როგორიცაა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი და თბილისის ახალი აეროპორტის პროექტი.

შეხვედრისას მინისტრებმა ასევე განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა - ხაზი გაესვა პირდაპირი საჰაერო დაკავშირებადობის დადებით გავლენას ტურისტული ნაკადების ზრდაზე. აღინიშნა, რომ 2025 წელს უზბეკეთიდან ვიზიტების რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა. ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტები საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა