მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.7
-0.0076
flag
AZN 1.5396
-0.0005
flag
CNY 38.807
-0.0012
flag
EUR 3.0191
-0.0014
flag
GBP 3.5318
-0.0079
flag
KZT 56.26
0.0002
flag
TRY 0.0548
0
flag
USD 2.6171
-0.001
news banner

მთავრობას დაგეგმილი აქვს, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ქვეყნის დადგმული სიმძლავრე 11 500 მეგავატი გახდეს, რაც წინაპირობა იმისა, რომ ქვეყანა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი და იმპორტზე დამოკიდებულება გავანულოთ - ინგა ფხალაძე

news image
mbc image

„საქართველოს მთავრობის სტრატეგიული გეგმის თანახმად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის დადგმული სიმძლავრე 11 500 მეგავატამდე გაიზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, რომლის ნაწილი იყო კერძო სექტორში დაგროვილი ჯარიმების პატიება, რომლის მოცულობამაც 1 მილიარდი ლარი შეადგინა. მინისტრის მოადგილის განმარტებითვე, 2025 წლიდან განხორციელებული ღონისძიებები კერძო სექტორის მხარდაჭერას ემსახურება და ქვეყნის სწრაფ ენერგეტიკულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში ქვეყნის დადგმული სიმძლავრე 11500 მეგავატი გახდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი და შესაბამისად, იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის თვალსაზრისით გავანულოთ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რაც 2025 წლიდან საქართველოს მთავრობამ განახორციელა კერძო სექტორის დასახმარებლად, სწორედ იმას ემსახურება, რომ ქვეყნის ელექტროენერგეტიკული განვითარების კუთხით ძალიან სწრაფად მოხდეს იმ დაგეგმილი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ამ ეტაპამდე", - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა, იმავდროულად გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით - ინგა ფხალაძე

13.08.2026.22:47

მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე. მისი თქმით, ახალი ინიციატივის შემუშავებაში ჩართულები არიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები.

„საქართველო ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის ძალიან მნიშვნელოვან ლოკაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს. ეს უზრუნველყოფს საქართველოს გავლით ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნის, პირველ რიგში, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიის ევროპაში მოხვედრას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ინგა ფხალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს საქართველოს პირდაპირ ენერგეტიკულ კავშირს ევროპასთან, რაც ქვეყანას გეოგრაფიული ფაქტორის გამო აქამდე არ ჰქონია.

„ეკონომიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივაა, ვინაიდან ტრანზიტის გარდა, ჩვენივე წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტსაც განვახორციელებთ. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესს და ქვეყანაში ენერგეტიკული განვითარების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა