მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.2
0.0031
flag
AZN 1.5493
-0.0004
flag
CNY 38.905
0.0029
flag
EUR 3.0191
0.0119
flag
GBP 3.5568
0.0293
flag
KZT 55.87
0.0009
flag
TRY 0.056
0
flag
USD 2.6333
-0.0011
news banner

საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი - ივანე აბაშიძე

news image
mbc image

„2026 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე ივანე აბაშიძე. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგი საჯარო და კერძო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობისა და საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდის ხარჯზე იქნა მიღწეული.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები და საზღვაო „ერთი ფანჯრის“ სისტემის გამართული მუშაობა, რის ხარჯზეც გემების გაფორმების ბიუროკრატიული პროცედურები 24 საათიდან მინიმუმამდე - ერთ საათამდე შემცირდა.

აღნიშნული შედეგი მოწმობს, რომ საქართველოს ნავსადგურებში გემების მოცდენის მაჩვენებელი ყოველდღიურად იკლებს და რაც მთავარია, იზრდება გემების საერთო ტონაჟი და მოცულობა, რაც ავტომატურად აისახება ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელზეც“, - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 6 თვეში საქართველოს პორტებში მიღებული გემების ჯამური ტვირთამწეობა (გროს ტონაჟი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 10.7 მილიონ GT-ს მიაღწია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე - თურქმენეთის პრეზიდენტი

17.07.2026.12:02

საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა მნიშვნელოვანია და თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე და აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს დადებითი განვითარების კუთხით, - ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობების თვისებრივად ახალ დონეზე გადაყვანის საკითხზე.

„ჩვენ უკვე დავასრულეთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, ჩვენ გვქონდა მეგობრული და კონსტრუქციული შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ და დადასტურდა, რომ მომავალში გაგრძელდება თანამშრომლობა თურქმენეთსა და საქართველოს შორის და ამის მიმართ აღებული არის ვალდებულება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაფართოოთ პოლიტიკური ურთიერთობები, გავაფართოოთ ასევე ჩვენი თანამშრომლობა, დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს. საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა მნიშვნელოვანია და თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე და აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს დადებითი განვითარების კუთხით. მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მადლიერებას გამოვხატავ ბატონი პრემიერ-მინისტრის მიმართ. ჩვენ გვიხარია, რომ ფართოვდება მექანიზმები თანამშრომლობისა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით გაეროსთან.

შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ჩვენი ურთიერთობების თვისებრივად ახალ დონეზე აყვანას. ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის დროს ჩვენ გავიხილეთ სხვადასხვა საკითხები, მაგალითად წარმოებული პროდუქციის მიმოცვლა და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ქვეყნებს აქვს შესაძლებლობა სავაჭრო მოცულობა გაიზარდოს და ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ახალი სფერო და ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნესურთიერთობებს, ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებას და გვსურს, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები", - განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა