მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7159.9
-0.0141
flag
AZN 1.5447
-0.0006
flag
CNY 38.896
0.002
flag
EUR 3.0206
0.0047
flag
GBP 3.5308
0.0106
flag
KZT 55.41
0.0009
flag
TRY 0.0553
-0.0001
flag
USD 2.6259
-0.0007
news banner

საქართველოს რკინიგზამ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენის მიზნით საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა

news image
mbc image
საქართველოს რკინიგზამ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენის მიზნით საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 თანამედროვე ელექტრომატარებლის შეძენა და ექსპლუატაციაში გაშვება.
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები.
კვლევის მიზანია პოტენციური მიმწოდებლებისთვის პროექტის მასშტაბისა და შესყიდვის სავარაუდო სტრატეგიის გაცნობა, ასევე ბაზრის შესაძლებლობების, ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების, მიწოდების ვადებისა და შესყიდვის პირობების შესახებ დარგის წარმომადგენელთა მოსაზრებების მიღება. მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება შესყიდვის სტრატეგიისა და სატენდერო პირობების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად.
ახალი ელექტრომატარებლების შეძენა ხელს შეუწყობს მგზავრთა მომსახურების ხარისხის, საიმედოობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდასა და ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებას.
ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზა, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვის საერთაშორისო პროცედურას დაიწყებს. შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და შესაბამისი პროცედურების დაცვით განხორციელდება.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს რკინიგზამ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენის მიზნით საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა

31.07.2026.22:32

საქართველოს რკინიგზამ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენის მიზნით საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 თანამედროვე ელექტრომატარებლის შეძენა და ექსპლუატაციაში გაშვება.
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები.
კვლევის მიზანია პოტენციური მიმწოდებლებისთვის პროექტის მასშტაბისა და შესყიდვის სავარაუდო სტრატეგიის გაცნობა, ასევე ბაზრის შესაძლებლობების, ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების, მიწოდების ვადებისა და შესყიდვის პირობების შესახებ დარგის წარმომადგენელთა მოსაზრებების მიღება. მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება შესყიდვის სტრატეგიისა და სატენდერო პირობების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად.
ახალი ელექტრომატარებლების შეძენა ხელს შეუწყობს მგზავრთა მომსახურების ხარისხის, საიმედოობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდასა და ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებას.
ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზა, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვის საერთაშორისო პროცედურას დაიწყებს. შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და შესაბამისი პროცედურების დაცვით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა