საქართველოს რკინიგზამ დაასრულა მუშაობა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დიზაინზე, რომელიც ძირითად მაგისტრალს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან აკავშირებს - თამარ იოსელიანი
ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაზრდილია. 2030 წლისთვის ველოდებით ამ მაჩვენებლის გაორმაგებას და სწორედ ამიტომ ვახორციელებთ მსხვილ ინვესტიციებს ძირითად ინფრასტრუქტურაში, როგორც სარკინიგზო, ასევე საპორტო მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი ინფორმაციით, დაწყებულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რომელსაც ევროპის "დიდ ოთხეულში" შემავალი ევროპული კომპანია Jan De Nul NV ახორციელებს.
როგორც თამარ იოსელიანმა თქვა, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დიზაინი უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში იგეგმება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა პროექტის სამშენებლო ეტაპი დაიწყოს.
„საქართველოს რკინიგზამ უკვე დაასრულა მუშაობა იმ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დიზაინზე, რომელიც ძირითად მაგისტრალს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან აკავშირებს. ძალიან მალე ვგეგმავთ შესაბამისი ზომების მიღებას, რათა უშუალოდ მშენებლობის პროცესი დავიწყოთ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოში ყველის იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა
08.06.2026.15:00
საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 2 564.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2 176.9 ტონა) 17.8%-ით მეტია.
რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 13 528.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 11 609.6 ათას დოლარს შეადგენდა.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა: