საქართველოს რკინიგზამ დაასრულა პროექტირება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი რკინიგზის გზის - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს რკინიგზამ დაასრულა პროექტირება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი რკინიგზის გზის - აღნიშნულის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში განაცხადა.
„ობიექტური კითხვებია რამდენადაც პორტის განვითარება არ არის მხოლოდ საპროტო ინფრასტრუქტურის განვითარება როგორც მოგეხსენებათ, პირველ რიგში ვიტყოდი რომ ჩვენ ძალიან აქტიური სამშენებლო მიმდინარე ფაზა გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. ჩვენ გვაქვს 2 მიმდინარე პარალელური პროცესი ეს გახლავთ ტალღმტეხის მშენებლობა, ისევე როგორც დაღრმავებითი სამუშაოები. თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ პირველი გემის კვალდაკვალ ჩვენ უკვე მივიღეთ მეორე გემი, რომელიც აქტიურად უზრუნველყოფს დაღრმავებითი სამუშაოების წარმოებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, ასევე ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს ტალღმტეხის სამშენებლო პროცესი და დღეს შემიძლია რომ თამამად ვთქვა რომ ანაკლიაში მიმდინარე ძალიან აქტიური სამშენებლო სამუშაოები არის სრულ თანხვედრაში ჩვენს დაწესებულ გეგმა- გრაფიკთან. ბუნებრივია რომ პორტის ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს დროულად გამოაცხადოს სამშენებლო ტენდერი მისასვლელ გზასა და სარკინიგზო გზის მიმართულებით. ჩვენ დღეს უკვე ალბათ პირველად საჯაროდ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან საფინანსო ორგანიზაციებს ვგულისხმობ და ამავდროულად, საქართველოს რკინიგზამ დაასრულა პროექტირება მისასვლელი რკინიგზის გზის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის რომ მომდევნო თვეში ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე გამოვაცხადოთ რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უკვე განვითარების შემდეგ ფაზაზე გადასაყვანად და ეს მათ შორის არის კიდევ ერთ-ერთი ნათელი დამონსტრირება თუ რამდენად სისტემურად უდგება სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების განვითარებას. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული დასახული გეგმა თანმდევი დროის გრაფიკით რასაც ზედმიწევნით მივყვებით ყველა შესაბამისი უწყება რა თქმა უნდა ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს რომ 2029 წელს ანაკლის ღრმაწყლოვანმა პორტმა მიიღოს პირველი გემი და რა თქმა უნდა ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მნიშვნელოვანია რომ ამის კვალდაკვალ სახელმწიფომ უკვე დაიწყო განახლება გენერალური გეგმის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის რამეთუ, როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ცვლის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირების მოდელს. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდმტეხი გადაწყვეტილებაა ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ოპერირებას გავუკეთებთ საერთაშორისოდ აპრობირებული ეგრეთ წოდებული ლენდ ლორდ მოდელით. რას ნიშნავს ეს მოდელი, ეს ნიშნავს იმას რომ პირველი ანაკლიის ღრმაწყლოვანი, პორტი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში ეს იქნება ქართული პორტი, მაგრამ არსებული მოდელით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ ოპერირებაში შემოვიყვანოთ რამდენიმე ტერმინალში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებში არსებული წარმატებული და გამოცდილი ოპერატორები. ამას ექნება ჩვენი ქვეყნისთვის და არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად, რეგიონალურ კონტექსტშიც შეგვიძლია ამას შევხედოთ ამ პროექტს და ასევე შუა დერეფნის კონტექსტშიც ექნება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ჩართული ჩვენი პარტნიორი მხარისთვის. ამდენად, ვხედავთ რომ შეცვლილმა მოდელმა აი ამ გადაწყვეტილებამ, რაც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე თვის წინ უკვე ძალიან დადებითი შედეგი გამოიღო. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა რომ ძალიან დიდი დაინტერესება არსებობს ანაკლისის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო კომპანიების გამოცდილი გადამზიდავი კომპანიებისა და პორტების ოპერატორების და ტერმინალის ოპერატორების მხრიდან და ჩვენი ალბათ შეიძლება დღეს ითქვას, რომ მთავარი ამოცანა რაც იყო არის ის რომ ანაკლია, როგორც სტრატეგიული ობიექტი უნდა დარჩენილიყო სახელმწიფოს მფლობელობაში, თუმცა ანაკლიაში ჩვენ უნდა მოგვეხდინა საერთაშორისო ინტერესების გაერთიანება და სწორედ ეს არის, რასაც ემსახურება ეს მოდელი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ უახლოეს პერიოდში უკვე განახლებული გენ-გეგმის კვალდაკვალ გვექნება ხელშესახები შედეგები, რასაც პერიოდულად ბუნებრივია საზოგადოებას გავაცნობთ“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია ეკონომიკა, რომელიც ქმნის მეტ ღირებულებას, მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და განვითარების მეტ შესაძლებლობებს ჩვენი საზოგადოებისთვის, ამის მიღწევა შეუძლებელია ძლიერი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორის გარეშე - მარიამ ქვრივიშვილი
16.11.2026.12:47
„საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს მაღალშემოსავლიანი, თანამედროვე და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ამისთვის გვაქვს გეგმა, კონკრეტული პროექტები და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ დასახულ მიზნებს ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კონფერენციაზე „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა მიმდინარე, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე.
„პარალელურად, ჩვენ განვაგრძობთ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების განვითარებას, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც აქტიური განვითარების ფაზაშია. დღეს ადგილზე უკვე მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი და ძალიან კომპლექსური სამშენებლო სამუშაოები, რომელიც უშუალოდ ეხება ფსკერის დაღრმავებას. ასევე სასიხარულოა ის, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი ანაკლიამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობაზე და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენს მთავარ გეგმას, რომ 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა მიიღოს უკვე პირველი გემი" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს.
„სახელმწიფოს ამოცანა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების მიღწევა არ არის, ჩვენი მიზანია ეკონომიკა, რომელიც ქმნის მეტ ღირებულებას, მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და განვითარების მეტ შესაძლებლობებს ჩვენი საზოგადოებისთვის. ამის მიღწევა შეუძლებელია ძლიერი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორის გარეშე. ჩვენი სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კერძო სექტორთან დიალოგს, რადგან თქვენთან ერთად მიღწეული შედეგები, მათ შორის იდენტიფიცირებული გამოწვევები ეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.