მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7255.3
-0.0059
flag
AZN 1.5824
-0.0004
flag
CNY 39.39
-0.0013
flag
EUR 3.1499
-0.0094
flag
GBP 3.6451
-0.016
flag
KZT 57.88
-0.0021
flag
TRY 0.0595
-0.0001
flag
USD 2.6899
-0.0009
news banner

საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე ხელშეკრულებების გადახედვის შედეგად 230 მლნ ლარზე მეტი დაზოგა

news image

საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები სტაბილური და თანმიმდევრული ზრდის ტენდენციას აჩვენებს, რაც კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებით არის განპირობებული. ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილმა თანხებმა 230 მლნ ლარს გადააჭარბა.

კომპანიის წმინდა მოგება 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 30%-მდე გაიზარდა. იმავდროულად, საქართველოს რკინიგზის საოპერაციო მოგების მარჟა 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 25%-დან 36%-მდე გაუმჯობესდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის შემოსავლები. 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით მეორე ნახევარში 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2026 წლის პირველი 4 თვის მონაცემები 2025 წლის იმავე პერიოდთან მიმართებით 15%-ით არის გაზრდილი.
კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ფინანსური მდგრადობის განმტკიცებას და ეფექტურობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას, რაც ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
„საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯები შევამცირეთ, მოვახდინეთ საკადრო ოპტიმიზაცია, გადავხედეთ გაფორმებულ ხელშეკრულებებს და თანხები ამ მიმართულებითაც დავზოგეთ, კომპანიისთვის საკმაოდ ნაყოფიერი წელი გვქონდა“, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

ლაშა აბაშიძის განმარტებით, წლის განმავლობაში არაერთი სტრატეგიული ცვლილება განხორციელდა. გაუქმდა იჯარა 400 ერთეულ ვაგონზე, ხოლო გვირაბების სამუშაოებზე დაზოგილმა თანხამ დაახლოებით 13 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, დამყარდა პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოს რკინიგზასა და საკონტეინერო გადაზიდვების ტვირთმფლობელებს შორის.

ჩინეთთან, ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გაციფრულდა სერვისები და სასაზღვრო პროცედურების დრო შემცირდა 7.5-ჯერ (15-დან 2 სთ-მდე).

საქართველოს რკინიგზის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები დღეს ლაშა აბაშიძემ სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ ღონისძიებაზე მთავრობის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება

05.05.2026.13:23

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლოკომოტივსა და 1 500 ვაგონს შეიძენს, რისთვისაც შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია. სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლების პარალელურად, გაიზარდა მატარებლის გადაზიდვის დასაშვები სიგრძე და წონები.

კერძოდ, თუ აქამდე სატვირთო მატარებელი საშუალოდ 45 ვაგონისგან შედგებოდა, დღეს მათი რაოდენობა 57 ერთეულამდეა გაზრდილი. პარალელურად მიმდინარეობს ახალი ინსტრუქციების დანერგვა, რაც სატვირთო შემადგენლობების გამტარუნარიანობასა და გადაზიდვების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ფოთი-ბაქოსა და ფოთი-თბილისის მიმართულებებზე რეგულარული ბლოკ-მატარებლები დაინიშნა, რამაც გადაზიდვის დრო მნიშვნელოვნად შეამცირა. ამასთანავე, შიდა რესურსით 350-მდე ვაგონი გარემონტდა, არსებულ პარკს კი უახლოეს პერიოდში ახალი ვაგონებიც დაემატება.

„სატვირთო გადაზიდვებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს. დავიწყეთ სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლება. ვამცირებთ გადაზიდვის დროს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ტვირთმფლობელებისთვის. დავასრულეთ მოდერნიზაციის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტრანზიტული შესაძლებლობების გაზრდას. საქართველოს რკინიგზა კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება შუა დერეფნის ქვეყნებისთვის“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.
საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მატარებლების სიჩქარე მოიმატებს, სატრანზიტო დრო განახევრდება, გამტარუნარიანობა კი გაორმაგდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა