მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შუა დერეფნისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და შესაბამისად, ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„საქართველოს რკინიგზაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები ჩატარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ახალმა მენეჯმენტმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგა როგორც საკადრო ოპტიმიზაციის კუთხით, ასევე შესყიდვების მიმართულებით, რამაც დიდი დანაზოგი მოუტანა საქართველოს რკინიგზის ბიუჯეტს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა განაცხადა.

საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გაუმჯობესებულია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები და გაორმაგებულია რკინიგზის წმინდა მოგება. თამარ იოსელიანი ასევე აქცენტს იმ მნიშვნელოვან ისტორიულ პროექტებზე აკეთებს, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა ახორციელებს.

„დასრულდა უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტი, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი გაეშვა სრულ ექსპლუატაციაში, 6-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა ბაქო-თბილისი სამგზავრო მატარებელი. ასევე თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე შემცირდა სამგზავრო დრო 5,5 საათიდან 4 საათამდე. ასევე მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, საქართველოს რკინიგზა შეიძენს 50-მდე ახალ ლოკომოტივს და შესაბამისად, განაახლებს სავაგონო პარკს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის განცხადებით, გაწეული სამუშაოების შედეგები უკვე სახეზეა - გამოცხადებულია ლოკომოტივების შესყიდვისთვის შესაბამისი ტენდერი და შეძენილია ახალი 200 ვაგონი. მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ შესყიდვა პირდაპირ მწარმოებელთან დაკონტრაქტდა და შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რესურსი დაიზოგა, რაც ასევე საქართველოს რკინიგზის განვითარებას მოხმარდება.

„წლის ბოლომდე ჩვენ ვგეგმავთ დამატებით 200 ახალი ვაგონის შესყიდვას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობას. საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შუა დერეფნისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და შესაბამისად, ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1,363-ს გაუტოლდა, რაც წლიურ 3%-იან ზრდას წარმოადგენს - TBC Capital

07.10.2026.19:00

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაცას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება: ყოველთვიური მიმოხილვა” აქვეყნებს, სადაც ბაზარზე არსებული ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული. ,,2026 წლის აგვისტოში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $303 მილიონს მიაღწია (+26% წ/წ).

ამავე პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 21%-ით გაიზარდა და 3,408-ს გაუტოლდა.

საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1,363-ს გაუტოლდა, რაც წლიურ 3%-იან ზრდას წარმოადგენს.

საშუალო გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე $10.3-ს გაუტოლდა (+1% წ/წ), ხოლო უძრავი ქონების ამონაგებმა 8.3% შეადგინა (-0.1პპ წ/წ)", - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა