მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს როლს შუა დერეფანში - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

საპროექტო მაჩვენებლებით, გამტარუნარიანობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაქო-თბილისი-ყარსისი სარკინიგზო ხაზზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გაზრდილი ტვირთნაკადების ფონზე მნიშვნელოვანია ქსელის ეფექტიანი მართვა, რის უზრუნველყოფასაც საქართველოს რკინიგზა, როგორც ოპერატორი, განახორციელებს.

„2017 წლიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ქსელი სატესტო რეჟიმში მუშაობდა. თუ ტენდენციას დავაკვირდებით, ნაკადები მკვეთრად მზარდი იყო. მაგალითად, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ქსელის დატვირთულობა 6-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ საპროექტო მაჩვენებლებით გამტარუნარიანობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ჩვენ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეფექტური მართვა გვჭირდება და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველოს რკინიგზა იქნება ოპერატორი აღნიშნულ ქსელზეც", - განაცხადა თამარ იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნეს პარტნიორში" სტუმრობისას.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტიან და პროგნოზირებად სატრანსპორტო მარშრუტს.

„თუმცა, იმისთვის, რომ ამ ქსელზე ოპერირება ეფექტიანი იყოს და შეიქმნას ის სინერგია, რომელსაც „საქართველოს რკინიგზა" ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთების გადაზიდვის კუთხით უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, ორივე მხარის გადაწყვეტილებით, კომპანია ამ მაგისტრალის ოპერატორიც უნდა იყოს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ სწრაფი, სწორი, ეფექტური და პროგნოზირებადი მარშრუტის ჩამოყალიბება", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველოს რკინიგზის როლი განხილული უნდა იყოს საქართველოში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის კონტექსტში.

„რეფორმებს, რომლებსაც სატრანსპორტო მიმართულებით ვახორციელებთ, ერთ დიდ სურათში ვუყურებთ და ეს ნიშნავს იმას, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც სწორედ ამ პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროცესები, ცხადია, კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენი ქვეყნის როლს შუა დერეფნის კონტექსტში. შესაბამისად, ჩვენი მიზანი, ვიყოთ სატრანსპორტო ჰაბი და ამ კუთხით მოვემსახუროთ რეგიონს, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

14.07.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა