საქართველოს რკინიგზაში სამგზავრო მიმართულებით მასშტაბური და ისტორიული სიახლეები გვაქვს - მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესები, დარწმუნებული ვარ, მეტად დაგვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში l დაჩი ცაგურია
საქართველოს რკინიგზის" ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, იმ რეფორმების პარალელურად, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება, მათ შორის, სამგზავრო მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესების ამოქმედება, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.
„აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზამ თბილისიდან ბათუმამდე და პირიქით, სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა, მკვეთრად გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი და სერვისი, აქტიურ ფაზაშია სამგზავრო სადგურების რეაბილიტაციის პროცესი. ზაფხულის სეზონზე საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს არაერთი სიახლე შესთავაზა. აღნიშნული საკითხების გარდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესები ამოქმედდა. მგზავრთა უფლებების დაცვა, ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, ამ დოკუმენტის მიღება ძალიან სწორი და დროულია. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში" - განმარტავს დაჩი ცაგურია.
მისი თქმით, უკვე დაწყებულია „საქართველოს რკინიგზის" მიერ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები ამასთანავე, მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის რეაბილიტაციის პროცესი. დაჩი ცაგურიას განცხადებით, უახლოეს მომავალში სამგზავრო რეისები განახლებული მატარებლებით შესრულდება.
სხვა სიახლეები
ჰიდროგენერაციის ზრდის მიუხედავად, თბოსადგურებმა მიწოდების თითქმის მეოთხედი
უზრუნველყვეს - Galt & Taggart
01.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.