მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.4
-0.0059
flag
AZN 1.5726
-0.0007
flag
CNY 39.395
0.0044
flag
EUR 3.1124
0.0104
flag
GBP 3.6067
0.0163
flag
KZT 56.56
-0.0003
flag
TRY 0.0585
0
flag
USD 2.6732
-0.0012
news banner

საქართველოს საბანკო სექტორისთვის დიდი წარმატება იყო საქართველოს ბანკის FTSE 100-ში მოხვედრა - შოთა ბერეკაშვილი

news image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე. ღონისძიებას მოდერატორობდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.⁠

„უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორუმი გაიმართა დღეს და მინდა აღვნიშნო რომ საბანკო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი განვითარებული, თანამედროვე და მოწინავე დარგია. ეს ის სექტორია, რომელიც თავისუფლად კონკურენციაში შევა ევროკავშირის თითქმის ყველა საბანკო სექტორთან და ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენს ეკონომიკას ძალიან ძლიერი საფუძველი და დასაყრდენი აქვს პირველ რიგში და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების განვითარებაზე ამ შემთხვევაში, რომელიც არის ეკონომიკის წინა ხაზი, სწორედ ამ ეკონომიკური განვითარების საფუძველი და საყრდენი არის საქართველოს საბანკო სექტორი და უაღესად დიდი წარმატება იყო ასევე საქართველოს საბანკო სექტორისთვის, როდესაც საქართველოს ბანკი  FTSE 100-ში მოხვდა და 100 საუკეთესო კომპანიას შორის ერთ-ერთი არის საქართველოს ბანკი. ზოგადად, ასეთ ფორუმებს ნამდვილად მივესალმები, რადგანაც ეს არის ჯანსაღი დისკუსია. ერთის მხრივ, იყო დისკუსია რეგულატორსა და საქართველოში ყველაზე დიდ ბანკს შორის, თუ როგორ შეიძლება საერთო ჯამში სერვისების კიდევ უფრო განვითარება, როგორ შეიძლება კონკურენციის კიდევ უფრო გაზრდა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენმა მოხმარებელმა მიიღოს საუკეთესო სერვისი და საუკეთესო საბანკო პროცენტის განაკვეთი",- აცხადებს ⁠შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" შეფასებისას.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

ღონისძიება საქართველოს ბანკთან, Turkish Airlines-თან, Mastercard-თან, ELT Group-თან, Coca-Cola Bottlers Georgia-სთან პარტნიორობით გაიმართა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დიდი ბრიტანეთის სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს - სებ

26.05.2026.19:39

დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 3 კომპანიის დასანქცირების შესახებ განვმარტავთ, რომ სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს. სანქცირებული კომპანიები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი, ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, უნებართვო საქმიანობის იდენტიფიცირების შემთხვევაში მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე, სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2025 წლის სექტემბერში მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებს და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და ზოგიერთ შემთხვევაში დამდგარია შესაბამისი პასუხისმგებლობაც.

საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია FATF-ის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება, რომლის თანახმადაც, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით საქართველოს რეიტინგი შეადგენს ‘largely compliant”-ს. აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა