საქართველოს საბანკო სექტორისთვის დიდი წარმატება იყო საქართველოს ბანკის FTSE 100-ში მოხვედრა - შოთა ბერეკაშვილი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე. ღონისძიებას მოდერატორობდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორუმი გაიმართა დღეს და მინდა აღვნიშნო რომ საბანკო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი განვითარებული, თანამედროვე და მოწინავე დარგია. ეს ის სექტორია, რომელიც თავისუფლად კონკურენციაში შევა ევროკავშირის თითქმის ყველა საბანკო სექტორთან და ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენს ეკონომიკას ძალიან ძლიერი საფუძველი და დასაყრდენი აქვს პირველ რიგში და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების განვითარებაზე ამ შემთხვევაში, რომელიც არის ეკონომიკის წინა ხაზი, სწორედ ამ ეკონომიკური განვითარების საფუძველი და საყრდენი არის საქართველოს საბანკო სექტორი და უაღესად დიდი წარმატება იყო ასევე საქართველოს საბანკო სექტორისთვის, როდესაც საქართველოს ბანკი FTSE 100-ში მოხვდა და 100 საუკეთესო კომპანიას შორის ერთ-ერთი არის საქართველოს ბანკი. ზოგადად, ასეთ ფორუმებს ნამდვილად მივესალმები, რადგანაც ეს არის ჯანსაღი დისკუსია. ერთის მხრივ, იყო დისკუსია რეგულატორსა და საქართველოში ყველაზე დიდ ბანკს შორის, თუ როგორ შეიძლება საერთო ჯამში სერვისების კიდევ უფრო განვითარება, როგორ შეიძლება კონკურენციის კიდევ უფრო გაზრდა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენმა მოხმარებელმა მიიღოს საუკეთესო სერვისი და საუკეთესო საბანკო პროცენტის განაკვეთი",- აცხადებს შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" შეფასებისას.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
ღონისძიება საქართველოს ბანკთან, Turkish Airlines-თან, Mastercard-თან, ELT Group-თან, Coca-Cola Bottlers Georgia-სთან პარტნიორობით გაიმართა.
სხვა სიახლეები
საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს - მარიამ ქვრივიშვილი
10.11.2026.20:25
ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც ჩვენი ქვეყანაა, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ოთხმხრივი თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის რეგიონის ენერგეტიკულ სექტორს და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს.
„საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყნებში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომში კიდევ უფრო მეტი წარმატებითა და მეტი გამტარუნარიანობით ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, საქართველოსთვის ენერგეტიკის სექტორის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობს მეზობელ ქვეყნებთან და ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას და ამ ხედვის განუყოფელი ნაწილია, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ოპერირებად ბიზნესებს, მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის შემდგომი ექსპორტისთვის", - განაცხადა მინისტრმა.
ანტალიაში ხელმოწერილი "საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების"მიზანი აღნიშნულ ქვეყნებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემისა და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.