საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობითა და მდგრადობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს. „ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ ვინმეს საკუთარი დეპოზიტი დაეკარგოს. იმდენად სანდოა ჩვენი საბანკო სისტემა, რომ დანაზოგები და დეპოზიტები მუდმივად მაღალი ტემპით იზრდება,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, დეპოზიტების მოცულობამ უკვე 70 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც დაახლოებით 30% არარეზიდენტების დანაზოგებია, რაც საერთაშორისო დონეზეც საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ მაღალი ნდობის მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული საბანკო სექტორის ტექნოლოგიურ განვითარებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს წამყვანი ბანკების მობილბანკინგის სერვისები მომხმარებელზე მორგებულობითა და კომფორტით საერთაშორისო პრაქტიკაშიც დადებით შეფასებებს იმსახურებს. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს, რადგან უზრუნველყოფს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ როლს ასრულებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს - ნათია თურნავა
22.05.2026.17:31