მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება - ეკატერინე მიქაბაძე

news image
mbc image

2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 7.53 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 50%-ით მეტია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეზერვების რეკორდული მოცულობა ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. კერძოდ, როდესაც სავალუტო ბაზარზე ხელსაყრელი მდგომარეობაა, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს ზრდის, რათა ქვეყანას გარე შოკების მიმართ უფრო ძლიერი ბუფერი ჰქონდეს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებისკენ, რადგან სწორედ საერთაშორისო რეზერვები წარმოადგენს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან გარანტორს. შესაბამისად, როდესაც სავალუტო ბაზარზე ხელსაყრელი მდგომარეობაა, ეროვნული ბანკი ყოველთვის ავსებს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისივე შეფასებით, რეზერვების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. მიმდინარე შეფასებით კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA Metric) 118.7 პროცენტს შეადგენს.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების ზრდასთან ერთად ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაციასაც.

„2026 წლის ივნისში ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, დღეის მდგომარეობით, ოქროს წილი საერთაშორისო რეზერვებში 13.5 პროცენტს შეადგენს", - დასძინა ეკატერინე მიქაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში, სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობების ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წმინდა შესყიდვების სახით საერთაშორისო რეზერვები ჯამურად 2,078.4 მილიონი აშშ დოლარით შეავსო. ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აგვისტოში „გარდაბანი 2“ გაჩერებული იყო გეგმიური რემონტის გამო - Galt & Taggart

06.10.2026.15:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა