საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში ჩვენ, როგორც მასპინძელ მხარეს გვქონდა შესაძლებლობა ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები გაგვემართა ჩამოსულ სტუმრებთან - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში ჩვენ, როგორც მასპინძელ მხარეს გვქონდა შესაძლებლობა ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები გაგვემართა ჩამოსულ სტუმრებთან, - აღნიშნულის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში განაცხადა.
„მინდა პირველ რიგში ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ და მივულოცო ყველას ეკონომისტის დღე. საზღვაო ფორუმს რაც შეეხება ვიტყოდი რომ საკმაოდ ნაყოფიერი ფორუმი იყო გამორჩეული ფორუმი იყო. 40 ქვეყნიდან 400-ზე მეტმა დელეგატმა გადაწყვიტა მონაწილეობაა ჩვენს მიერ ორგანიზებულ საზღვაო ფორუმში, რომელიც ტრადიციულად ტარდება პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით. ფორუმს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მიმდინარე წელს, რამდენადაც ძალიან ბევრი რამ იცვლება გლობალურ სატრანსპორტო და ზოგადად მიწოდების ჯაჭვში და ამდენად რა თქმა უნდა გამოკვეთილია მნიშვნელობა და საჭიროება დასაყრდენი პარტნიორების ამ მიწოდების ჯაჭვი და საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახა თავისი შესაძლებლობები, ქვეყნის რომელიც გამორჩეული პარტნიორია, სანდო პარტნიორია, რომელიც უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით, რომელიც ასევე ყოველწლიურად და შეიძლება ითქვას ყოველ კვარტალში ერთხელაც აჩვენებს მის პროგრესს და მის სერვისის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამდენად ჩვენი ქვეყნისთვის რა თქმა უნდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი უკიდურესად მნიშვნელოვანია და ამ სექტორების განვითარებაში სახელმწიფო ძალიან დიდ რესურსს დებს და სწორედ აი ამ მთელი კონტექსტის გარშემო ალბათ განვითარდა მთელი საზღვაო ფორუმი. რა თქმა უნდა საზღვაო-სატრანსპორტო მიმართულებას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვნახეთ რომ ფაქტობრივად კერძო სექტორს, ისევე როგორც სახელმწიფოს ჰქონდა შესაძლებლობა ეწარმოებინა ორმხრივი შეხვედრები, მოლაპარაკებები ადგილობრივ ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან და ისევე როგორც ჩვენ როგორც მასპინძელ მხარეს სახელმწიფოსაც ჰქონდა შესაძლებლობა საკმაოდ ნაყოფიერი ორმხირივი შეხვედრები გაემართა ჩამოსულ სტუმრებთან კერძო, ისევე როგორც სახელმწიფო პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირებთან. მე შემიძლია თამამად ვთქვა რომ შეხვედრებმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ალბათ პირველი, რაზეც მინდა აქცენტი გავაკეთო ეს არის რომ ფაქტობრივად ყველა შეხვედრაზე საუბარი იწყებოდა და სრულდებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით. ძალიან დიდი ინტერესია გამოხატული ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმართებაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში ჩართული ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან და მეორე მხრივ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა უფრო მეტი გვესაუბრა და უფრო მეტი დაგვეგეგმა უშუალოდ საზღვაო სექტორში პროფესიული განათლების განვითარების თვალსაზრისით და იცით რომ ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს მეზღვაურთა პროფესიის განვითარების ხელშეწყობა და რა თქმა უნდა მათი ხელშეწყობა შემდგომში უკვე დასაქმების თვალსაზრისით და ამდენად ჩვენ საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს, როგორც სახელმწიფოს რომ ხელი შევუწყოთ აი ამ პროფესიის განვითარებას და უკვე ამ პროფესიაში ჩართული ადამიანების შემდგომში ადგილობრივად დასაქმებას და არამხოლოდ. რაც შეეხება თვითონ მიმდინარეობას იცით რომ ღონისძიებაზე იყო რა თქმა უნდა პანელური დისკუსიები, ისევე როგორც სიტყვით გამოსვლები და საკმაოდ დატვირთული, ნაყოფიერი შეხვედრები იყო რის ფარგლებშიც ჩვენი ისევე როგორც კერძო სექტორს გვქონდა შესაძლებლობა რომ ორმხრივი მოლაპარაკებებისა და შეხვედრების ფარგლებში საკმაოდ საინტერესო ახალი გეგმებიც დაგვესახა ჩვენ პარტნიორ მხარეებთან ერთად.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ნებისმიერი პლატფორმა, სადაც ჩვენ წარმოდგენილები ვართ და გვაქვს ხოლმე შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებით საზღვაო-სატრანსპორტო მიმართულებაზე აქცენტი გავაკეთოთ საერთაშორისო მიმართულებით თუკი რომელიმე მსხვილი კომპანია, ორგანიზაცია არსებობს, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა ქართველ მეზღვაურებთან მე შემიძლია დიდი სიამაყით დაგიდასტუროთ, რომ ყველა პლატფორმზე, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია ისინი გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით და ამდენად, ჩვენ ვხედავთ რომ წლიდან წლამდე მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე მზარდია და რა თქმა უნდა სახელმწიფო თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც განიხილავენ ამ სექტორში ჩართულობას ჩვენ შევუქმნათ ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის რომ მათ შეიძინონ ეს საინტერესო და საკმაოდ მაღალი ღირებულების მქონე პროფესია უშუალოდ ანაზღაურების მიმართულებით“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
02.11.2026.19:41
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 120.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.25% წინა კვირასთან შედარებით და -16.28% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 299 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 119.60 - 127.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური
ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.48 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.64% წინა კვირასთან შედარებით და -15.54% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 284 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.48 - 50.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 43.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.19% წინა კვირასთან შედარებით და -7.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 234 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.40 - 46.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა.