„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შიდა ქართლში 66 მილიონიან ენერგეტიკულ პროექტს იწყებს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შიდა ქართლში სამი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 65 963 611 ლარს შეადგენს.
პროექტი ითვალისწინებს 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზების „ლიახვისა“ და „ურბნისის“ გაორჯაჭვიანებას, ასევე 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ლომისის“ რეკონსტრუქციას. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამივე პროექტის სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
პროექტების განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება შიდა ქართლში მშენებარე განახლებადი ენერგიის ობიექტების ელექტროგადამცემ ქსელში ინტეგრაცია და ქსელის გამტარუნარიანობის ზრდა.
2027 წლისთვის დაგეგმილია განახლებადი ენერგიის წყაროების მიერ გამომუშავებული 260 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ქსელში ინტეგრაცია, ხოლო 2028 წლისთვის - დამატებით 110 მეგავატის მიერთება. საერთო ჯამში, 2030 წლისთვის დაგეგმილია 800 მგვტ სიმძლავრის ქსელთან დაკავშირება.
განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის საიმედოობისა და მდგრადობის ზრდას და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.
ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
10.06.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0723 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6593 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6593 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0723 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0779 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056
ლარი შეადგინა.