მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7308.7
0.0443
flag
AZN 1.5736
-0.0003
flag
CNY 39.327
0.0009
flag
EUR 3.1043
0.0009
flag
GBP 3.5907
0.0069
flag
KZT 56.79
0.0014
flag
TRY 0.0586
-0.0001
flag
USD 2.675
-0.0001
news banner

საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და დატვირთვის ზრდა გრძელდება - თამარ იოსელიანი

news image

„იზრდება როგორც საქართველოს დერეფნის ფუნქციური დატვირთვა, ისე ქვეყნის როლი რეგიონულ ლოგისტიკაში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გატარებული ტვირთების სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, 2026 წლის პირველი ოთხი თვის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და დატვირთვის ზრდა გრძელდება.

„იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 6 მილიონ ტონას მიუახლოვდა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 21%-იან მატებას ნიშნავს. აქვე ხაზს გავუსვამდი კონტეინერების გადამუშავების მოცულობასაც — ამ პერიოდში ჩვენს ნავსადგურებში დაახლოებით 260 000 TEU გადამუშავდა, რაც თითქმის 8%-იანი ზრდაა. მატება ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ძირითად სეგმენტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია როგორც საბორნე, ისე გენერალური, კონტეინერიზებული და ნაყარი ტვირთები", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

თამარ იოსელიანი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო გადაზიდვებში გადამწყვეტ მნიშვნელობას სიჩქარე, პროგნოზირებადობა და საიმედოობა იძენს, საქართველო სწორედ ამ მიმართულებით იმყარებს პოზიციებს.

„საქართველო ევროპასა და აზიას შორის ტვირთების ეფექტიან გადაადგილებას მრავალმოდალური ინფრასტრუქტურით, მოქნილი ლოგისტიკური შესაძლებლობებითა და მზარდი დაკავშირებადობით უზრუნველყოფს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ სწორედ ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომლითაც ქვეყანა ძლიერდება და იმყარებს თავის ფუნქციას, როგორც საიმედო, ისე ეფექტიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში" - აცხადებს თამარ იოსელიანი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და დატვირთვის ზრდა გრძელდება - თამარ იოსელიანი

21.05.2026.18:56

„იზრდება როგორც საქართველოს დერეფნის ფუნქციური დატვირთვა, ისე ქვეყნის როლი რეგიონულ ლოგისტიკაში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გატარებული ტვირთების სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, 2026 წლის პირველი ოთხი თვის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და დატვირთვის ზრდა გრძელდება.

„იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 6 მილიონ ტონას მიუახლოვდა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 21%-იან მატებას ნიშნავს. აქვე ხაზს გავუსვამდი კონტეინერების გადამუშავების მოცულობასაც — ამ პერიოდში ჩვენს ნავსადგურებში დაახლოებით 260 000 TEU გადამუშავდა, რაც თითქმის 8%-იანი ზრდაა. მატება ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ძირითად სეგმენტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია როგორც საბორნე, ისე გენერალური, კონტეინერიზებული და ნაყარი ტვირთები", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

თამარ იოსელიანი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო გადაზიდვებში გადამწყვეტ მნიშვნელობას სიჩქარე, პროგნოზირებადობა და საიმედოობა იძენს, საქართველო სწორედ ამ მიმართულებით იმყარებს პოზიციებს.

„საქართველო ევროპასა და აზიას შორის ტვირთების ეფექტიან გადაადგილებას მრავალმოდალური ინფრასტრუქტურით, მოქნილი ლოგისტიკური შესაძლებლობებითა და მზარდი დაკავშირებადობით უზრუნველყოფს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ სწორედ ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომლითაც ქვეყანა ძლიერდება და იმყარებს თავის ფუნქციას, როგორც საიმედო, ისე ეფექტიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში" - აცხადებს თამარ იოსელიანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა