საქართველოს საზღვაო სექტორისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფართოვდება - თამარ იოსელიანი
„საქართველოს საზღვაო სექტორისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფართოვდება" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზის დაწყების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თამარ იოსელიანის განმარტებით, პროექტის დასრულების შემდეგ ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3-დან 5 მლნ ტონამდე გაიზრდება.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი, ზოგადად, როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის და რეგიონის ჭრილში საქართველოს პოზიციების გამყარებისთვის, რადგანაც ზუსტად ეს საზღვაო ნავსადგური მოემსახურება მინერალურ სასუქებს, რომელიც წარმოებულია როგორც შუა აზიაში, ასევე რეგიონის ქვეყნებში და რომელიც განკუთვნილია მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ის 50-მილიონიანი მხარდაჭერა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ წლების განმავლობაში ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში განახორციელა. თამარ იოსელიანის თქმით, პირველ ფაზაში ჯამურმა ინვესტიციამ 93 მილიონი დოლარი შეადგინა.
„ჩვენ დღეს ფოთის საზღვაო ნავსადგურის განვითარების ახალი ეტაპის - მეორე ფაზის მომსწრენი ვართ, რომლის ფარგლებშიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია 25 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. ქართულ კომპანია „პეის გრუპთან" ერთად პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საზღვაო და, ზოგადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მხრიდან ეს რეგიონში განხორციელებული უმსხვილესი ინვესტიციაა, რაც ჩვენი სატრანსპორტო ქსელის გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
როგორია საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ბრუნვა
25.06.2026.19:00
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მკვეთრად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ექსპორტი მცირედით გაიზარდა, საერთო მაჩვენებლებზე გადამწყვეტი გავლენა ბრიტანული იმპორტის თითქმის 80%-იანმა ვარდნამ მოახდინა.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 92 266.2 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78.14%-ით ნაკლებია.
საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში პროდუქციის მიწოდებამ ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის 5 თვეში საექსპორტო მაჩვენებელმა 6 246.3 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.07%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გაერთიანებულ სამეფოში ყიდის:
ორმხრივი სავაჭრო კავშირების შემცირების მთავარი ფაქტორი დიდი ბრიტანეთიდან იმპორტის თითქმის 5-ჯერ შემცირება გახდა. 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან 86 019.9 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შემოიტანა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელი 416 040.8 ათასი დოლარს შეადგენდა (კლებამ 79.32% შეადგინა).
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გაერთიანებული სამეფოდან ყიდულობს:
.