მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7252.3
-0.0191
flag
AZN 1.5715
-0.0011
flag
CNY 39.397
0.0002
flag
EUR 3.1095
-0.0029
flag
GBP 3.5909
-0.0158
flag
KZT 55.64
-0.0092
flag
TRY 0.0582
-0.0003
flag
USD 2.6716
-0.0016
news banner

საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გარე შოკების მიმართ ჩვენს მედეგობას განაპირობებს - ნათია თურნავა

news image

საქართველოს აქვს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ძლიერი ეკონომიკური ზრდა და მყარი საგარეო პოზიცია. შესაბამისად, გლობალური შოკების გავლენა საქართველოზე ლიმიტირებული იქნება მიუხედავად იმისა, რომ ამ შოკებმა გავლენა ყველა ქვეყანაზე მოახდინა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამას ადასტურებს ისიც, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ შემცირებულა.

„ყოველივე ეს განაპირობებს, რომ საქართველო უფრო მედეგი იყოს გარე შოკების მიმართ და ჩვენი მხრიდან ხდება მათი გავლენის მაქსიმალური ნეიტრალიზაცია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ინფლაციასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე, რომელიც ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ნათია თურნავას განმარტებით, ხისტი ფასების ინდიკატორი 3%-თან ახლოს ნარჩუნდება; სავალუტო ბაზარზე ლარი მეტწილად გამყარების ტენდენციით ხასიათდება, რაც ძლიერი სავალუტო შემოდინებებითაა განპირობებული და თავის მხრივ, ამცირებს იმპორტირებული ინფლაციის გავლენას.

„იმის გათვალისწინებით, რომ საგარეო შოკების გავლენა საქართველოზე შედარებით შეზღუდულია, ვვარაუდობთ, რომ ნავთობის ფასები მიმდინარე დიაპაზონში შენარჩუნდება. შედეგად, ინფლაცია მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან შემცირებას დაიწყებს და მომავალი წლის განმავლობაში 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. თუმცა, ეს პროგნოზი პირობითია და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, რომლებიც ჩვენი კონტროლის ფარგლებს სცდება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიგნით არსებული რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აღნიშნული პროგნოზის გაკეთების საფუძველს გვაძლევს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

27.05.2026.17:03

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1095 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6716 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6716 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6732 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1095 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1124 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0029
ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა