მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 46 ქვეყანასთან და ერთ ადმინისტრაციულ ერთეულთან აქვს გაფორმებული, რაც ქვეყნის ექსპორტის 87%-ს მოიცავს - გენადი არველაძე

news image
mbc image

„2025 წელი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ძალიან პოზიტიური იყო. ჩვენმა ექსპორტმა 11 თვის მონაცემებით, 6,6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2025 წელი ექსპორტის წინა წელთან შედარებით ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩეოდა. 11 თვეში 10%-ზე მეტით გაიზარდა და წინა წლის წლიურ ექსპორტს გადააჭარბა. ასევე გაიზარდა ექსპორტის გეოგრაფია. 134 ქვეყანაში მოხდა ექსპორტზე საქონლის გატანა, მათგან 70 ქვეყანაში ექსპორტი გაიზარდა, 20 - ში კი ექსპორტი ორმაგად და მეტად გაიზარდა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. 

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებიც საქართველოს გაფორმებული 46 ქვეყანასთან და ერთ ადმინისტრაციულ ერთეულთან აქვს, რაც ქვეყნის  ექსპორტის 87%-ს მოიცავს. კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმებულია ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ კონგთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვა პარტნიორებთან, რის შედეგადაც ქართველ მწარმოებლებს წვდომა დაახლოებით 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე აქვთ. გენადი არველაძის შეფასებით, აღნიშნული შედეგი მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ განხორციელებული აქტიური მოლაპარაკებების შედეგია.

გენადი არველაძის ინფორმაციით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დასაწყებად ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC) შესაბამისი კონსულტაციების გამართვის მიზნით მიმდინარე თვეში უკვე გაიმართა ორი სამუშაო შეხვედრა. მინისტრის მოადგილის თქმით, საბჭო განიხილავს კონსულტაციების შედგებს და მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, რაც საქართველოს ბიზნესს დამატებით 60 მლნ-ზე მეტ სამომხმარებლო ბაზარზე წვდომას გაუხსნის.

როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში იგეგმება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების სერბეთთან დაწყება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ბოლო ვიზიტისას სერბეთში. „აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ისრაელთან, რომელთანაც მოლაპარაკებების დაწყება 2026 წლისთვის არის დაგეგმილი. სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები. ჯამში, ჩამოთვლილი მიმართულებები ქართველი მეწარმეებისთვის 130 მილიონზე მეტ სამომხმარებლო ბაზარზე გასვლას ნიშნავს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ექსპორტის მხარდაჭერის კიდევ ერთ ინსტრუმენტზე, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მეშვეობით ხორციელდება. „ჩვენ ვეხმარებით ექსპორტიორებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე უფრო მეტი პროდუქციის განთავსება შეძლონ და გაზარდონ მათი წარმოებული პროდუქციის ცნობადობა",- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა