მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს.

ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობას. ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომის ორგანიზებისთვის, რომლის პარალელურადაც დაიგეგმა სავაჭრო მისიის ორგანიზება ექსპორტის ზრდისა და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, რომელშიც მონაწილეობას ორივე ქვეყნიდან მსხვილი ექსპორტიორი და შემსყიდველი კომპანიები მიიღებენ.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ვაჭრობის სექტორში - 2025 წელს სავაჭრო ბრუნვამ 430 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 პროცენტიანი ზრდაა. ამასთან, ექსპორტი 89%-ით გაიზარდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ხელს უწყობს ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა დუბაისა და აბუ-დაბიში გამართულ აგროსამრეწველო და სხვა საერთაშორისო გამოფენებში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია „იგლ ჰილსის" მიერ თბილისსა და გონიოში უძრავი ქონების სექტორში, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოცულობის, 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე.

ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ლოგისტიკის სექტორში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციას - კერძოდ, „თბილისის მშრალი პორტის" პროექტს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ე.წ. „ლენდლორდის" მოდელით ავითარებს, ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რისთვისაც მხოლოდ მიმდინარე წელს 1 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება და ვაზიანის თბილისის ახალ აეროპორტზე.

შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა მონაწილეობდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა