საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდა.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს პოზიციების გაძლიერებას შუა დერეფნის კონტექსში. ასეთ პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის ენერგო კაბელი და სხვ. ასევე ხაზი გაესვა DFC - ის მხარდაჭერას და უწყვეტ ჩართულობას კორპორაციის მიერ საქართველოში როგორც განხორციელებულ და მიმდინარე, ისე მომავალ პროექტებთან მიმართებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში აშშ - დან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 77 პროცენტით გაიზარდა - ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და I - II კვარტალში აშშ-იდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა 58.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც 65 პროცენტიანი ზრდაა.
შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე დაესწრნენ.
სხვა სიახლეები
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 70.3% საერთაშორისო გზავნილებზე მოდის - საქსტატი
21.10.2026.11:09
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების1 შემოსავლებმა 273.8 მლნ. ლარი შეადგინა. შემოსავლის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები (67.0 პროცენტი) შეადგენდა, ხოლო 33.0 პროცენტს - ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.
საქსტატის ინფორმაციით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 76.8 პროცენტი ამანათების მიწოდებიდან არის მიღებული, რომლის 70.3 პროცენტი საერთაშორისო გზავნილებზე მოდიოდა, 29.7 პროცენტი კი – ადგილობრივ გზავნილებზე.
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 17.3 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდიოდა, რომლის 57.8 პროცენტი საერთაშორისო იყო, ხოლო 42.2 პროცენტი – ადგილობრივი.
საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებულმა საწარმოებმა 2025 წლის განმავლობაში გააგზავნეს 16.4 მილიონი ამანათი და 7.0 მილიონი წერილობითი კორესპონდენცია.
2025 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 4.6 ათასს და მათ შორის 1.8 ათასი იყო კურიერი და ფოსტალიონი.