მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7203
-0.0033
flag
AZN 1.5272
-0.0007
flag
CNY 38.891
-0.0029
flag
EUR 2.9198
0.0151
flag
GBP 3.4991
0.016
flag
KZT 57.42
0
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5958
-0.0012
news banner

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის, Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს მაო ფანგს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს მაო ფანგს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს Meituan-ის ელექტრონული კომერციული პლატფორმის მეშვეობით ქართული პროდუქტის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობები, რაც დამატებითი სავაჭრო არხების შექმნასა და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებით პოტენციურ პროდუქტებს შორის დასახელდა ქართული ღვინო, მინერალური წყლები, თხილი, წვენები და საკონსერვო პროდუქცია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის მყარ საფუძველს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩინეთის ბაზრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით.

Meituan ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმაა. კომპანიის წლიური ბრუნვა 51 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის მომხმარებლებს საკვების მიწოდების, ელექტრონული კომერციის, ტურიზმისა და სხვადასხვა ადგილობრივი მომსახურების სერვისებს სთავაზობს. კომპანიის მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, კატარში, ქუვეითში, ბაჰრეინსა და ბრაზილიაში.

შეხვედრა ვიცე- პრემიერის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა - პავილიონები საქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ტინგ სიუესიანგთან ერთად დაათვალიერა

05.11.2026.13:06

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE) გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიება ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ტინგ სიუესიანგმა გახსნა.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა გამოფენის ფარგლებში გახსნილი პავილიონები ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად დაათვალიერა.

გამოფენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური: ეროვნული, საკვებისა და სასმელების და სამომხმარებლო პროდუქციის პავილიონით არის წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პროდუქცია, მათ შორის, ღვინო, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ლიმონათი, ტყავის ნაწარმი და ტანსაცმელი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნონ. გამოფენა ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას უწყობს ხელს.

ქართული კომპანიების მხრიდან ჩინეთის ბაზარზე ვაჭრობის მიმართ მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. მათ შორის, წელს პირველად, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება გაიმართება, რომელიც ქართული და ჩინური კომპანიების შეხვედრებს დაეთმობა. აღნიშნული ღონისძიება ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, დაამყარონ პირდაპირი საქმიანი კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდას.

გამოფენაში საქართველო უკვე მეცხრედ მონაწილეობს. წელს პავილიონის კონცეფცია ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას ეფუძნება. მათ გაფორმებაში ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მოტივები გამოიყენეს. პავილიონის სტუმრები ასევე გაეცნობიან ქართული ჭადრაკის ისტორიას.

ეროვნულ პავილიონში გაიმართება ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებლები ქართული დამწერლობის ისტორიასა და უნიკალურობას გაეცნობიან.

ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, მათ შორის, ავსტრიის კანცლერი, გაბონის პრეზიდენტი, სლოვაკეთისა და კუბის ვიცე-პრემიერები.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებაა. გამოფენაში 162 ქვეყანა მონაწილეობს. 440 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ პავილიონებში წარმოდგენილია საკვები და სასმელი პროდუქტები, უახლესი ტექნოლოგიები, სამრეწველო დანადგარები, ავტომობილები, სამედიცინო აღჭურვილობა, ინოვაციური პროდუქტები, სამომხმარებლო პროდუქცია და სხვადასხვა სახის მომსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა