მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7203
-0.0033
flag
AZN 1.5272
-0.0007
flag
CNY 38.891
-0.0029
flag
EUR 2.9198
0.0151
flag
GBP 3.4991
0.016
flag
KZT 57.42
0
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5958
-0.0012
news banner

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო - სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტს ცაო ტეჟუნგს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო - სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტს ცაო ტეჟუნგს შეხვდა. შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მწარმოებლებისა და ჩინური კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას, ინფორმაციის გაცვლასა და პოტენციური სავაჭრო პარტნიორების მოძიებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით ორ სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რაც ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებასა და ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას უზრუნველყოფს.

შეხვედრაში მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა - პავილიონები საქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ტინგ სიუესიანგთან ერთად დაათვალიერა

05.11.2026.13:06

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE) გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიება ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ტინგ სიუესიანგმა გახსნა.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა გამოფენის ფარგლებში გახსნილი პავილიონები ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად დაათვალიერა.

გამოფენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური: ეროვნული, საკვებისა და სასმელების და სამომხმარებლო პროდუქციის პავილიონით არის წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პროდუქცია, მათ შორის, ღვინო, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ლიმონათი, ტყავის ნაწარმი და ტანსაცმელი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნონ. გამოფენა ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას უწყობს ხელს.

ქართული კომპანიების მხრიდან ჩინეთის ბაზარზე ვაჭრობის მიმართ მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. მათ შორის, წელს პირველად, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება გაიმართება, რომელიც ქართული და ჩინური კომპანიების შეხვედრებს დაეთმობა. აღნიშნული ღონისძიება ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, დაამყარონ პირდაპირი საქმიანი კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდას.

გამოფენაში საქართველო უკვე მეცხრედ მონაწილეობს. წელს პავილიონის კონცეფცია ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას ეფუძნება. მათ გაფორმებაში ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მოტივები გამოიყენეს. პავილიონის სტუმრები ასევე გაეცნობიან ქართული ჭადრაკის ისტორიას.

ეროვნულ პავილიონში გაიმართება ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებლები ქართული დამწერლობის ისტორიასა და უნიკალურობას გაეცნობიან.

ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, მათ შორის, ავსტრიის კანცლერი, გაბონის პრეზიდენტი, სლოვაკეთისა და კუბის ვიცე-პრემიერები.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებაა. გამოფენაში 162 ქვეყანა მონაწილეობს. 440 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ პავილიონებში წარმოდგენილია საკვები და სასმელი პროდუქტები, უახლესი ტექნოლოგიები, სამრეწველო დანადგარები, ავტომობილები, სამედიცინო აღჭურვილობა, ინოვაციური პროდუქტები, სამომხმარებლო პროდუქცია და სხვადასხვა სახის მომსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა