მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.9
0.0033
flag
AZN 1.5249
0.0005
flag
CNY 38.827
-0.0074
flag
EUR 2.8368
0.0025
flag
GBP 3.3884
0.0017
flag
KZT 56.56
0.0028
flag
TRY 0.0511
-0.0001
flag
USD 2.5919
-0.0003
news banner

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის China Energy Engineering Corporation International Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის-China Energy Engineering Corporation International Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ციაო სიუპინს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო საქართველოს ენერგეტიკული სექტორის შესაძლებლობები და ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის მზარდ როლს და ყურადღება გაამახვილა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფნები.

განიხილეს განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვების სისტემებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინური კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ.

"CEEC International Group" პროექტებს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში მართავს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის China Energy Engineering Corporation International Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა

26.11.2026.12:57

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის-China Energy Engineering Corporation International Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ციაო სიუპინს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო საქართველოს ენერგეტიკული სექტორის შესაძლებლობები და ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის მზარდ როლს და ყურადღება გაამახვილა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფნები.

განიხილეს განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვების სისტემებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინური კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ.

"CEEC International Group" პროექტებს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში მართავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა