საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 289%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 28%-ით.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 147 084.8 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 37 800.1 ათასი დოლარის. ზრდა 289.1%-ის დონეზეა. საქართველოდან ჩინეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის:
რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, ზრდა 28,4%-ის დონეზეა. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ჩინეთიდან 310 692.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 241 904.0 ათასი დოლარის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით l თამარ იოსელიანი
19.05.2026.20:11
ბაქოსთან ყოველდღიური სარკინიგზო კავშირის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენმა მოსახლეობამ სერვისით სრულფასოვნად ისარგებლოს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთლიანად რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, ბაქოსა და თბილისს შორის 6 წლიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.
„გუშინ ნამდვილად ისტორიული დღე გვქონდა - უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს და შესაბამისად, ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა იმოგზაურონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მატარებლებით. ყოველდღიურად ბაქო-თბილისის მიმართულებით შესრულდება რეისები, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.