მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

საქართველოსა და ესპანეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 9%-ით გაიზარდა

news image
mbc image

საქართველოსა და ესპანეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის იანვარ-აპრილში 102 039.7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან (93 616.5 ათასი აშშ დოლარი) შედარებით 9%-ით მეტია. საქსტატის მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ზრდა მთლიანად იმპორტის მატებამ განაპირობა.

კერძოდ, პირველ ოთხ თვეში ესპანეთიდან პროდუქციის იმპორტი 16.2%-ით გაიზარდა და 86 170.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა (2025 წლის იანვარ-აპრილი - 74 171.8 ათასი აშშ დოლარი).

TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო ესპანეთიდან ახდენს:

  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 7 105.5 ათასი დოლარი;
  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი​ - 6 311.1 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 4 858.7  ათასი დოლარი;
  • სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 3 571.2 ათასი დოლარი;
  • სხვა ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი​ - 3 001.9 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ესპანეთში ადგილობრივი პროდუქციის გატანა 18.4%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში საექსპორტო მაჩვენებელი 15 869.3 ათას აშშ დოლარს გაუტოლდა, მაშინ როდესაც გასული წლის შესაბამის თვეებში ეს ციფრი 19 444.7 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო ესპანეთში ახდენს:

  • თხილი და სხვა კაკალი - 7 439.1 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 3 983.6 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 1 304.8 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 708.2 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან​ - 628.8 ათასი დოლარი;

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენ დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი - თამარ იოსელიანი მსოფლიო ბანკის კვლევაზე

29.09.2026.18:40

„მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შუა დერეფნის მზარდ როლს და მის ეკონომიკურ პოტენციალს", -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, რიგი ღონისძიებებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით 2040 წლამდე მოსალოდნელია ტვირთბრუნვის გაზრდა დაახლოებით 4-ჯერ და ასევე ტვირთის გადაზიდვის დროის შემცირება დაახლოებით 2/3-ით.

„მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური ეფექტი, რაც მოსალოდნელია აღნიშნული ღონისძიებების გატარების საფუძველზე. კვლევის თანახმად, მშპ რეგიონში დაახლოებით 3.3%-ით გაიზრდება, ასევე შეიქმნება დაახლოებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი. ამ ყველაფერს საქართველო პასუხობს მწყობრი და თანმიმდევრული ხედვით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

„2032 წლამდე ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ძირითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რაც მოიცავს როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, რკინიგზის ისტორიულ მოდერნიზებას და ასევე საერთაშორისო აეროპორტების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ დიდ სურათში, რაც გულისხმობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, რადგან დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2040 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობა შესაძლოა გაოთხმაგდეს, ხოლო მგზავრობის სავარაუდო ხანგრძლივობა ორი მესამედით შემცირდეს. ანგარიშის მიხედვით, ასეთი სარგებლის მიღება დერეფნის ცხრა ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა