საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ორ ქვეყანას შორის საერთო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, რაც ძირითადად ქართული პროდუქციის ექსპორტის მატებამ განაპირობა.
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 5 399.6 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ეს ციფრი 5 292.7 ათას დოლარს შეადგენდა, 2.0%-ით მეტია.
ამავე პერიოდში საქართველოდან ესტონეთში განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებელი 19.3%-ით გაიზარდა და 2 535.2 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი 2 125.4 ათასი დოლარი იყო. რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ესტონეთიდან საქართველოში 2 864.4 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც იმპორტმა 3 167.4 ათასი დოლარი შეადგინა, 9.6%-ით ნაკლებია.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
14.07.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.