მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 2.2%-ით არის გაზრდილი

news image
mbc image

საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 2.2%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული  მაჩვენებლებიდან ირკვევა. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ 1 721 333.1 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ბრუნვა 1 685 021.6 ათას დოლარს შეადგენდა. 

2026 წლის ოთხ თვეში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტმა 301 966.6 ათასი დოლარი, შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ის 262 294.0 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად მიმდინარე წელს ევროკავშირში ექსპორტი 15,1%-ით არის გაზრდილი. 

საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი არის ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:

  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 67 509.5 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 43 588.3 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 39 078.7  ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 31 524.0  ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 23 543.5  ათასი დოლარი;

რაც შეეხება ევროკავშირიდან იმპორტს, ის 0,%-ით არის შემცირებული. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ევროკავშირიდან 1 419 366.5 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 422 727.6 ათასი დოლარის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირიდან ყიდულობს:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 166 919.8  ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 162 153.8 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 127 789.1 ათასი დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 28 933.0 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 26 777.2 ათასი დოლარი;
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა