საქართველოსა და იტალიის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია
საქართველოსა და იტალიის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველოდან იტალიაში ექსპორტი და იტალიიდან საქართველოში იმპორტი გაზრდილია.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარში საქართველომ იტალიიდან 25 612.0 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე, 2025 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 22 360.3 ათას დოლარს შეადგენდა. ზრდა 15%-ის დონეზეა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიიდან ყიდულობს:
რაც შეეხება საქართველოდან იტალიაში ექსპორტს, 56ის %-ით არის გაზრდილი. საქსტატის მაჩვენებლებით, 2026 წლის იანვარში საქართველომ იტალიიდან 10 735.7 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6 882.0 ათასი დოლარის. საქართველოდან იტალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის:
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
27.10.2026.17:05
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8943 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5960 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5960 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5966 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8943 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა.