საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა $253 მილიონია
საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური კავშირები საგრძნობლად შენელდა. 2026 წლის იანვარ-მაისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 252,672.3 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30.81%-ით ნაკლებია.
ამ დრამატული კლების მიზეზი ექსპორტის მიმართულებით აქტივობის შემცირებაა, მაშინ როდესაც იმპორტის მაჩვენებლები თითქმის უცვლელი დარჩა.
მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან ყაზახეთში 218,203.2 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 2025 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე 34.00%-ით ნაკლებია.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო ყაზახეთში ახდენს:
ექსპორტისგან განსხვავებით, ყაზახური პროდუქციის იმპორტი საქართველოში თითქმის უცვლელ ნიშნულზე შენარჩუნდა. საანგარიშო პერიოდში მან 34,469.2 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მონაცემთან შედარებით მხოლოდ სიმბოლური 0.33%-ით არის შემცირებული.
TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო ყაზახეთიდან ახდენს:
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანი უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მამანბი ომაროვს შეხვდა
30.06.2026.09:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, მამანბი ომაროვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატებში.
თამარ იოსელიანმა უზბეკ კოლეგას გააცნო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმართულია საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზებაზე, თბილისის ახალ აეროპორტზე და სხვ. აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბს რეგიონში, შესაძლებლობა აქვს პარტნიორებს შუა დერეფნის ფარგლებში, შესთავაზოს მულტიმოდალური გადაზიდვების სრული სპექტრი აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადასაზიდად.
შეხვედრაზე უზბეკეთის მხარემ ინტერესი გამოხატა, გაიზარდოს უზბეკური პროდუქციის ტრანზიტი საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მეშვეობით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უზბეკეთის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს შეისწავლის.