საქართველოსა და ხორვატიის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია
ხორვატიაში ექსპორტი 39%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 17%-ით.
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ხორვატიაში 832.0 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 599.6 ათასი დოლარის. ზრდა 38.8%-ია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ხორვატიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ხორვატიაში ყიდის:
2025 წელს საქართველომ ხორვატიიდან 20 177.8 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 17 251.7 ათასი დოლარის. ზრდა 17%-ია. ხორვატიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი შოკოლადია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ხორვატიიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
იანვარ-სექტემბერში საქართველომ $76 მილიონის შაქარი იყიდა
30.10.2026.17:00
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 76 324.1 ათასი დოლარის ღირებულების 160 265.9 ტონა შაქარი იყიდა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 20.66%-ით მეტია. 2025 წლის 9 თვეში საქართველოში შაქრის იმპორტმა 114 522.6 ტონა შეადგინა.
საქართველოსთვის შაქრის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ბრაზილიაა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო შაქარს ყიდულობს:
• ბრაზილია - 61 430.0 ტონა;
• პოლონეთი - 36 795.2 ტონა;
• სალვადორი - 17 000.0
• საფრანგეთი - 15 113.7 ტონა;
• ნიდერლანდები - 14 413.7 ტონა;