მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები - TOP 5 პროდუქტი

news image
mbc image

საქართველოდან საბერძნეთში ექსპორტი მზარდია, თუმცა იმპორტის კუთხით კლება შეინიშნება. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ საბერძნეთში ექსპორტზე 23 962.0 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში საბერძნეთში ექსპორტი 11 866.8 ათასი დოლარის დონეზე იყო. წლიურ ჭრილში ზრდა 102%-ია. საქართველოდან საბერძნეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი  ფეროშენადნობებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საბერძნეთში ყიდის:

  •  ფეროშენადნობები - 12 579.9 ათასი დოლარი;
  •  თხილი და სხვა კაკალი - 4 153.6 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 3 682.6 ათასი დოლარი;
  •  ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 558.2 ათასი დოლარი;
  •  ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 464.2 ათასი დოლარი;

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ საბერძნეთიდან 49 583.4 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 74 789.0 ათასი დოლარის. აღნიშნული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საბერძნეთიდან საქართველოში იმპორტი 34%-იან კლებას აჩვენებს.

მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით, საბერძნეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საბერძნეთიდან ყიდულობს:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 11 611.4 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 7 814.5 ათასი დოლარი;
  • სხვა ნაბეჭდი პროდუქცია, ნაბეჭდი რეპროდუქციებისა და ფოტოგრაფიების ჩათვლით - 4 861.8 ათასი დოლარი;
  • დო, იოგურტი, კეფირი - 2 308.6 ათასი დოლარი;
  • საღებავები და ლაქები ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე, წყლიან გარემოში გახსნილი - 1 866.2 ათასი დოლარი;
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა