საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები - TOP 5 პროდუქტი
საქართველოდან საბერძნეთში ექსპორტი მზარდია, თუმცა იმპორტის კუთხით კლება შეინიშნება. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ საბერძნეთში ექსპორტზე 23 962.0 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში საბერძნეთში ექსპორტი 11 866.8 ათასი დოლარის დონეზე იყო. წლიურ ჭრილში ზრდა 102%-ია. საქართველოდან საბერძნეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საბერძნეთში ყიდის:
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ საბერძნეთიდან 49 583.4 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 74 789.0 ათასი დოლარის. აღნიშნული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საბერძნეთიდან საქართველოში იმპორტი 34%-იან კლებას აჩვენებს.
მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით, საბერძნეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საბერძნეთიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა - ვახტანგ ცინცაძე
25.07.2026.12:09
„სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ქვეყნის სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და არაერთი მიმართულებით გლობალურად მოწინავე პოზიციებს იკავებს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის 107 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებულ ოფიციალურ სტატისტიკას ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების, ანალიზისა და დაგეგმვის პროცესში. სამინისტრო და „საქსტატი" მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში ასევე ერთობლივად ახორციელებენ არაერთ კვლევასა და ანალიტიკურ პროექტს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სტატისტიკის ეროვნულის სისტემის განვითარების მიმართულებით, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს სტატისტიკის არეალის გაფართოების, ახალი გამოკვლევების ჩატარების, ახალი ინდიკატორების წარმოების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების განვითარების კუთხით.