საქართველოსა და საფრანგეთის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და საფრანგეთის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ორი ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 85 643.2 ათასი დოლარი შეადგინა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 82 474.4 ათასი დოლარის. ზრდა 4%-ის დონეზეა.
პირველ კვარტალში საქართველოდან საფრანგეთში 10 710.6 ათასი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის სამ თვეში კი 11 894.0 ათასი დოლარის. შესაბამისად პირველ კვარტალში საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტი 10%-ით არის შემცირებული. სტატისტიკური მაჩვენებლებით, საქართველოდან საფრანგეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთში ყიდის:
სამაგიეროდ გაზრდილია იმპორტი საფრანგეთიდან. 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ საფრანგეთიდან 74 932.7 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 70 580.4 ათასი დოლარის. იმპორტის ზრდამ 6%-ი შეადგინა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826