მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7209.7
-0.0024
flag
AZN 1.5636
-0.0003
flag
CNY 39.299
0.0076
flag
EUR 3.0768
0.0122
flag
GBP 3.5658
0.0144
flag
KZT 54.34
-0.0005
flag
TRY 0.0574
-0.0002
flag
USD 2.6577
-0.0009
news banner

საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდ დინამიკას აჩვენებს

news image
mbc image

საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია, რასაც მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის სავაჭრო სტატისტიკაც ადასტურებს. 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 7 747.4 ათასი დოლარი შეადგინა, რაც საგრძნობლად აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 6 173.8 ათასი დოლარით განისაზღვრებოდა. სავაჭრო კავშირების გაფართოება ორივე მიმართულებით ფიქსირდება, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა ქართული პროდუქციის ექსპორტში შეიმჩნევა.

მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოდან სერბეთში განხორციელებულმა ექსპორტმა 1 607.0 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი თითქმის ოთხჯერ აღემატება 2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემს, რომელიც სულ რაღაც 403.0 ათას დოლარს შეადგენდა. ქართულ საექსპორტო პროდუქციას შორის უპირობო ლიდერია მცენარეული წარმოშობის სათრიმლავი ექსტრაქტები, ტანინები და მათი მარილები, რამაც 1 468.4 ათასი დოლარი შეადგინა.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო სერბეთი ყიდის: 

  • ექსტრაქტები სათრიმლავი მცენარეული წარმოშობისა; ტანინები და მათი მარილები და სხვა - 1 468.4
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 69.0 ათასი დოლარი
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 31.5 ათასი დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 19.7 ათასი დოლარი
  • მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებელია ტემპერატურის ცვლილება - 7.7 ათასი დოლარი  

რაც შეეხება სერბეთიდან იმპორტს, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ 6 140.4 ათასი დოლარის პროდუქცია შეიძინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია, როდესაც იმპორტის მოცულობა 5 770.8 ათას დოლარს შეადგენდა. სერბეთიდან შესყიდულ მთავარ იმპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზეა თამბაქოსა და მისი შემცვლელებისგან დამზადებული სიგარები, სიგარილები და სიგარეტები, რაშიც ქვეყანამ 2 265.5 ათასი დოლარი გადაიხადა. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო სერბეთიდან ყიდულობს:

  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 2 265.5 ათასი დოლარი
  • სხვა ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი - 630.8 ათასი დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობით - 593.8 ათასი დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 348.8 ათასი დოლარი
  • აპარატურა ელექტრული 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის წრედების კომუტაციის ან დაცვისათვის - 342.8 ათასი დოლარი
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოსა და ბრაზილიას შორის სავაჭრო ბრუნვა 71.9%-ით გაიზარდა

15.06.2026.11:00

საქართველოსა და ბრაზილიას შორის სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 36 361.9 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 71.9%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (21 145.9 ათასი აშშ დოლარი).

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან ბრაზილიაში განხორციელებულმა ექსპორტმა 784.5 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის 877.6 ათას დოლართან შედარებით დაახლოებით 10.6%-ით ნაკლებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ბრაზილიაში ყიდის:

  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 575.7 ათასი დოლარი
  • ბიტუმოვანი ნარევები, ბუნებრივი ასფალტი - 120.2 ათასი დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 58.1 ათასი დოლარი
  • წიწაკა ხმელი, დამსხვრეული ან დაფქული - 20.3 ათასი დოლარი
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 4.6 ათასი დოლარი

ბრუნვის საერთო ზრდა თითქმის მთლიანად ბრაზილიიდან იმპორტის მატებამ განაპირობა. 2026 წლის იანვარ-აპრილში ბრაზილიიდან საქართველოში 35 577.4 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც 75.5%-ით მეტია 2025 წლის ოთხი თვის მაჩვენებელზე (20 268.3 ათასი დოლარი).

TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო ბრაზილიიდან ახდენს:

  • ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - 21 695.2 ათასი დოლარი
  • ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - 6 454.5 ათასი დოლარი
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 5 038.9 ათასი დოლარი
  • თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები - 529.4 ათასი დოლარი
  • კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორების, ცხვრების და სხვა - 455.1 ათასი დოლარი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა