საქართველოსა და შვეიცარიას შორის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია - ბრუნვა 27%-ით გაიზარდა
საქართველოსა და შვეიცარიას შორის სავაჭრო ბრუნვა 27%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში შვეიცარია-საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 89 791.7 ათასი დოლარის შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 70 560.1 ათასი დოლარი.
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ შვეიცარიაში 37 778.5 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი მოახდინა. 2025 წლის 3 თვის სტატისტიკით კი ექსპორტი 26 782.5 ათას დოლარს შეადგენდა. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტი 41%-ით არის გაზრდილი.
როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-მარტში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ოქროა.
შვეიცარიიდან საქართველოში იმპორტი 19%-ით არის გაზრდილი. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ შვეიცარიიდან 52 013.2 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 43 777.6 ათასი დოლარის.
შვეიცარიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტებია.
დღის ტოპ 10 სიახლე
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2025 წელს ძლიერი ფინანსური შედეგები დააფიქსირა
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი ათენში ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
13.05.2026.11:10
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან 270-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მაღალი დონის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასემმოჰამედ ალბუდაივი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები.
მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე მოხსენებას გააკეთებს ენერგეტიკის მინისტრების პანელზესახელწოდებით „Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition,“ ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში და პანელის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხებს.
ათენში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეხვედრა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრთან, სტავროს პაპასტავროუსთან. დელეგაციაში, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს, არიან მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და თამარ იოსელიანი.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.