საქართველოსა და შვეიცარიას შორის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია | ბრუნვა 23%-ით გაიზარდა
საქართველოსა და შვეიცარიას შორის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია. 2026 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით საქართველომ შვეიცარიაში 235 229.8 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 191 869.2 ათასი დოლარის. ზრდა 22.60%-ია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან შვეიცარიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ოქროა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიაში ყიდის:
• ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 92 222.6 ათასი დოლარი;
• თხილი და სხვა კაკალი - 1 919.3 ათასი დოლარი;
• კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 1 197.3 ათასი დოლარი;
• სუნამოები და ტუალეტის წყალი - 1 191.8 ათასი დოლარი;
• საათები მაჯის, ჯიბის და სხვა, განკუთვნილი ზედ ან თან სატარებლად - 532.6 ათასი დოლარი;
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ შვეიცარიიდან 137 370.5 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი მოახდინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 117 840.8 ათასი დოლარის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შვეიცარიიდან საქართველოში იმპორტი 16.57%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიიდან ყიდულობს:
• ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 63 886.5 ათასი დოლარი;
• სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 43 330.5 ათასი დოლარი;
• გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 5 339.7 ათასი დოლარი;
• კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 2 316.1 ათასი დოლარი;
• კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 2 146.3 ათასი დოლარი;
სხვა სიახლეები
იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.2%-ით გაიზარდა და $20 534.7 მლნ შეადგინა | საქსტატი
13.10.2026.11:04
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 534.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 6 153.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 381.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 5.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 8 228.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს.